aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი სამართალი

გაჩეჩილაძეები “მაესტროს” შენობაში ვერ შევლენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

ტელეკომპანია „მაესტროს“ მოქმედი გენერალური დირექტორი, ბაია გადაბაძე,  ძმები გაჩეჩილაძეების ტელეკომპანიაში შეშვებას გამორიცხავს. როგორც გადაბაძე ამბობს, შენობა მაკა ასათიანის კუთვნილებაა და მასში ტელევიზიის სამართავად გაჩეჩილაძეები ვერ შევლენ.

ბაია გადაბაძე „მაესტროს“ ირგვლივ მიმდინარე პროცესებში მოახლოებული არჩევნებიდან გამომდინარე პოლიტიკურ ნიშნებს ხედავს.

საქმის დეტალების შესახებ დღეს მაესტროს მოქმედი გენერალური დირექტორი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ინფორმაციას მიაწვდის, დაგეგმილია შეხვედრა ჟურნალისტებთანაც.

დღესვე, საჯარო რეესტრი განიხილავს ბაია გადაბაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც სტუდია „მაესტროს“ მოქმედი გენერალური დირექტორი მიმართავს უწყებას, არ დაარეგისტრიროს „მაესტორს“ გენერალური დირექტორის ცვლილება, ვიდრე დეტალები არ გაირკვევა.

შეგახსნებთ, რომ გია გაჩეჩილაძე „მაესტროს“  55 პროცენტი წილის მფლობელი გახდა. გუშინ ტელევიზიის ბორდმა ბაია გადაბაძე დირექტორობიდან გადააყენა და ახალ დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე დანიშნა.

 

იტვირთბა....