aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გასროლა არასრულწლოვანმა განახორციელა – მარნეულში მომხდარი მკვლელობის დეტალები

aviabiletebi
ავიაბილეთები

მარნეულის სოფელ ახლოლალოში, ახალგაზრდა ქალისა და 22 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე ცნობილი ხდება, რომ გასროლა  არასრულწლოვანმა 17 წლამდე ბიჭმა განახორციელა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ნათესავებს შორის კონფლიქტი აქამდეც იყო.

“ისინი ბიძაშვილები იყვნენ, მათი მამები ძმები არიან. სროლის დროს დედა ჩაუდგა შუაში. მათ კომფლიქტი ჰქონდათ ერთმანეთში, მაგრამ კონკრეტულად რაზე უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს არ ვიცი. ორივეს არ უსვრია პატარა, 17 წლამდე ბიჭმა ისროლა” – აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები.

მარნეულში დედა-შვილის მკვლელობაზე ირკვევა. მოკლული დედა-შვილი და მკვლელობაში ბრალდებულების ნათესავები არიან.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმესთან დაკავსირებით შსს-მ 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია. უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

იტვირთბა....