aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, მოერიდონ გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრთან კონტაქტს და მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე.

სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შავი ზღვის სანაპირო ზოლში ზღვის ძუძუმწოვრების (დელფინების) გამორიყვის ფაქტებთან დაკავშირებით კომპლექსური კვლევები მიმდინარეობს.

„სამწუხაროდ, სანაპირო ზოლში ზღვის ძუძუმწოვრების გამორიყვის ფაქტები სხვადასხვა ქვეყნებშიც ფიქსირდება, რისი მიზეზიც მთელი რიგი ფაქტებია, მათ შორის ვირუსული დაავადებები და გარკვეული ტიპის დაბინძურებები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, მოერიდონ გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრთან კონტაქტს და მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე (153). მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეცილისტები შავი ზღვის სანაპირო ზოლის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ, მიმდინარეობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინირებული მუშაობა, რომ ძუძუმწოვრის გამორიყვის შემთხვევაში იყოს დრული რეაგიერება და გამორიყვის კონკრეტული ადგილს ჩაუტარდეს სადეზინფექციო სამუშაოები“, – აცხადებენ სამინისტროში.

იტვირთბა....