aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“გამარჯვებამდე ვიბრძოლებთ…დიდება უკრაინას” – ზელენსკი მიმართვას ავრცელებს

ჩვენი მზაობით, ერთიანობით, თანადგომითა და გამჭრიახობით, რომელიც სამშობლოს დასაცავად გამოვხატეთ, მტრის მიერ ჩვენი სამშობლოს ოკუპაციისთვის შემუშავებული გეგმა ჩააფლავა. მსოფლიომ დაინახა, რომ უკრაინელები ძლიერები, დაუმარცხებლები, ჭკვიანები, ამასთან ისინი საკუთარი სამშობლოსა და მიწის ერთგულები არიან. ისინი სამშობლოს არავის დაუთმობენ.

aviabiletebi
ავიაბილეთები

რამდენიმე საათის წინ უკრაინის მეგობარი ქვეყნების ლიდერებს ვესაუბრე. განსაკუთრებით კარგი ამბებია იტალიიდან, რომელმაც ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. ასევე მადლობელი ვარ ჩვენი მეგობრების, პრეზიდენტ ერდოღანის, რომელმაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა. მისი გადაწყვეტილება რუსული გემების შავ ზღვაში არ შემოშვების შესახებ, მნიშვნელოვანი გადაწყვტილებაა. მან ეს გააკეთა.

პრეზიდენტმა ალიევმა და პრეზიდენტმა ერდოღანმა რუსეთთან მოლაპარკებების შესახებ განაცხადეს, რაც პოზიტიური სიგნალია. ამასთან ჩვენმა დიპლომატებმა უკრაინის SWIFT-დან გასათიშად მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს. შედეგი მიღწეულია. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ეს გადაწყვტილება მიიღეს, რას სრულიად სამართლიანია. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

რუსეთს ჩვენს ქვეყანაში ლაჩრული შემოჭრა მილიარდები დაუჯდება. მინდა გითხრათ, რომ იმდენ ხანს ვიბრძოლებთ, რამდენიც საჭირო იქნება. თუ ბავშვები თავშესაფრებში იბადებიან, სადაც ინტენსიური სროლებს ემალებიან, მტერს გამარჯვების მცირე შანსიც არ აქვს. გამარჯვებამდე. დიდება უკრაინას!

 

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვას ავრცელებს.

ბოლო ცნობებით, კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინამ მოლაპარაკებაზე უარი თქვა – ოფიციალური კიევი ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი მოლაპარაკებისთვის მზად არიან.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის SWIFT-ის საერთაშორისო პროგრამიდან გარიცხვის მოსამზადებელი პროცესი დაწყებულია.

გერმანიამ უკრაინისთვის სამხედრო იარაღით დახმარებას მხარი დაუჭირა.

ამასთან, ბელგია და სლოვაკეთი უკრაინას საბრძოლო მასალით დაეხმარებიან.

ვრცელდება ცნობები, რომ კიევთან რუსეთის არმიის უზარმაზარი კოლონა დგას – ამასთან უკრაინის გენერალურმა შტაბმა რუსული ტანკების შესაჩერებლად სპეციალური განმარტებები გაავრცელა.

იტვირთბა....