aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გადაწყვეტილებას არ შევცვლი და არ შევცვლიდი – ჯაში მელიას იმუნიტეტის შეჩერებაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

როდესაც აღნიშნული საკითხის განხილვა გვქონდა უმრავლესობის ფორმატში, შეთანხმება იყო, რომ მყარი მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში გვექნებოდა თუ არა თანხმობის პოზიცია. ბუნებრივია, მყარი მტკიცებულების შემთხვევაში, მეც იმავე გადაწყვეტილებას მივიღებდი. მოდით ჩავთვალოთ, რომ მე მაქვს ნაკლები გამოცდილება იურისპრუდენციასა და სამართალწარმოებაში და ვინაიდან ვიხილავდით ჩვენი კოლეგის, პოლიტიკური ოპონენტის იმუნიტეტის მოხსნის საკმაოდ სენსიტიურ საკითხს, ჩავთვალე, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იმ მომენტისთვის იქნებოდა თავშეკავება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომელმაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნაზე კენჭისყრის დროს, საკითხს არ დაუჭირა მხარი.

ჯაშის განცხადებით, ის გადაწყვეტილებას არ შეცვლის და არც შეცვლიდა.

ჩემი მოლოდინი იყო, რომ მოხდებოდა დამატებითი მასალების გადაცემა. სამწუხაროდ, არ მოგვეცა დამატებითი მასალების განხილვის შესაძლებლობა პლენარულ სხდომაზე და ამდენად, კომიტეტების ფორმატში განხილული ინფორმაციის საფუძველზე, თავი შევიკავე.

ჩვენ ვღებულობთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას. არავითარი ზეწოლა არ არსებობს. დარწმუნებული ვარ ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. ვწუხვარ, თუკი უხერხულობა შევუქმენი ჩემს კოლეგებს, მაგრამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი, არ შევცვლიდი, თუნდაც ყოფილიყო დამატებითი კონსულტაციები”, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ნიკა მელიას სასამართლომ გირაო შეუფარდა. 

მელიას იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა.

15 ხმით, 4-ის წიანაღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს.

პლენარულ სხდომაზე კი “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერეს და შესაბამისად, მას მოეხსნა იმუნიტეტი. 91 მომხრე და არც ერთი მოწინააღმდეგე – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.

გთავაზობთ იმ 91 დეპუტატის სიას, ვინც ნიკა მელიასთვის დეპუტატობის მანდატის შეჩრებას მხარი დაუჭირა. რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ მხარი არ დაუჭირა მანდატის შეჩერებას რომან კაკულიამ, ხოლო უმრავლესობის მეორე დეპუტატმა, მარიამ ჯაშმა რეგისტრაცია არ გაიარა.

პროკურატურამ მელიას თაობაზე აღკვეთის ჩანიშვნაზე სასამართლოს ცოტა ხნის წინ მიმართა.

იტვირთბა....