aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„გადადგომას არ ვაპირებ, ყველამ მინდა კარგად გაიგოს“ – დაპირისპირება ირაკლი ბერაიასა და ელისაშვილს შორის

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი და „ქართული ოცნების“ წევრი, კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია დაუპირისპირდნენ.

„სირცხვილია, გადადექი, ვის რა ჯანდაბად სჭირდება შენი თანამდებობა, სირცხვილია რასაც აკეთებ მაგას გეუბნები […] თავლაფდასხმული კაცი ხარ. […] სირცხვილია, ისევ რომ ხარ თავმჯდომარე. იმისთვის, რომ ჯანსაღი ვითარება დაბრუნდეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, ღირსება უნდა დაბრუნდეს!“, – მიმართა ელისაშვილმა ბერაიას.

„ყველას ვეტყვი, ყველას გასაგონად, რომ გადადგომას ნამდვილად არ ვაპირებ, ეს ყველამ მინდა კარგად გაიგოს, ერთხელ და სამუდამოდ”, – ასეთი იყო მმართველი გუნდის წევრის პასუხი.

შეგახსენებთ, 2 კვირის წინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ბერაიამ ოპოზიციონერ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას უსინდისო და მატყუარა უწოდა. მთავრობის ოპონენტებმა ბერაიას გადადგომა მოითხოვეს. დღევანდელი დაპირისპირებაც ამის გაგრძელებაა.

იტვირთბა....