aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბრაზილიამ კორონავირუსის ინფიცირების რაოდენობით რუსეთს გადაუსწრო

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბრაზილიამ კორონავირუსის ინფიცირების რაოდენობით რუსეთს გადაუსწრო და მაღალი მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

ბრაზილიამ ინფიცირების რაოდენობით გადაუსწრო რუსეთს, ესპანეთს, უკრაინას, იტალიასა და საფრანგეთს. ქვეყანა მაღალი მაჩვენებლით მხოლოდ აშშ-ის ჩამორჩება.

ბრაზილიაში ვირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი 376 ათასს აღემატება.

ამ დროისთვის ქვეყანაში 376 699 ადამიანია დაინფიცირებული, მათგან 23 522 გარდაიცვალა, ხოლო 153 883 გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება მსოფლიოში, კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ უკვე 5.5 მილიონს აჭარბებს.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით 4 მილიონ 591 ათას 970 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 347 ათას 950 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 2 მილიონ 368 ათას 120 – გამოჯანმრთელდა.

 

იტვირთბა....