aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“დედა ბოდიში, მაპატიე”: ოთარ აბესაძე სასამართლო პროცესზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

„2 დღის წინ გავიგე, რომ ჩემზე ნერვიულობის გამო, ინფაქრტით გარდაცვლილა ჩემი ოჯახის წევრი, ჩემი გამზრდელი ბაბუა. ამ კვირაში ორმოცია, მე კი გუშინწინ გავიგე. დედა, ბოდიში, მაპატიე“,-
განაცხადა სასამართლო პროცესზე ოთარ აბესაძემ.
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოში მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის, ოთარ აბესაძის პროცესი.
მოსამართლემ აბესაძის ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტის ბიუროში გამოკვლევები ჩაუტარდება.
აბესაძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ბრალდებულს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ხვალ გადაიყვანენ, სადაც ის დაახლოებით, 2 კვირის განმავლობაში დარჩება.
დღევანდელ პროცესზე შეუძლოდ გახდა ბრალდებული, რის გამოც დარბაზში ექიმის შეყვანა გახდა საჭირო. პროცესი მას შემდეგ განახლდა, რაც ექიმმა განაცხადა, რომ აბესაძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა.
შეგახსენებთ, რომ ოთარ აბესაძე მიმდინარე წლის 12 ივლისს, ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

წყარო: primenewsgeorgia.ge

იტვირთბა....