aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბლუმბერგის” მიხედვით საქართველო დაბალი რისკების მქონე ქვეყანაა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამერიკული გამოცემა „ბლუმბერგი“ გლობალური რისკების რუკას აქვეყნებს, სადაც საქართველო დაბალი რისკების მქონე ქვეყანაში მოხვდა.

ამავე გამოცემის რუკაზე, რომელიც იანვარში გამოქვეყნდა, საქართველო მაღალი რისკების მქონე ქვეყანაში იყო. რუკის მიხედვით, საქართველოში უმუშევრობის რისკ ფაქტორი 11,4%-ით შეფასდა, ინფლაციის კი 6,2%-ით.

“ბლუმბერგი” მსოფლიოს ქვეყნების წინაშე არსებულ საფრთხეებს აფასებს, რომელსაც ქვეყნები მიმდინარე წელს დაუპირისპირდებიან. გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნების რისკის რუკა ეყრდნობა 29 ინდიკატორს, მათ შორის ინვესტორთა წინაშე არსებულ ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ რისკებს. რუკაზე გამოყოფილია ოთხი ძირითადი კომპონენტი – რეზერვები, უმუშევრობა, ინფლაცია და სავალუტო რყევები კონკრეტულ ქვეყანაში. საერთო რისკის მაჩვენებელი 0-დან 100-მდე შკალით ფასდება. რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით უფრო ნაკლებია ქვეყანაში რისკის დონე.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს – რუსეთი დაბალი რისკების ქვეყნებს შორის მოხვდა, უკრაინა და თურქეთი კი საშუალო რისკების ქვეყნებს შორის. ყველაზე დაბალი რისკების მქონე ქვეყნების პირველ ხუთეულში არიან ჰონგ კონგი, შვეიცარია, სინგაპური, საუდის არაბეთი, ტაივანი.

იტვირთბა....