aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბიბლიური თავისუფლება” მღვდელმსახურებს, 50 ლარად, მონანიებასა და მღვდელმსახურის სტატუსის გაუქმებას სთავაზობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გირჩის მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია, “ბიბლიური თავისუფლება” რომელიც საქართველოს მოქალაქეებს სავალდებულო  სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებაში ეხმარება მღვდელმსახურებს მონანიების საშუალებას აძლევს 50 ლარად აძლევს. 

როგორც “გირჩის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მღვდელმსახურის სტატუსის გასაუქმებლად, “ბიბლიური თავისუფლების” წევრები “გირჩის” ოფისში, ბესიკის 4-ში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 14:00-დან 17:00 საათამდე უნდა მოვიდნენ. 

“წარმოსადგენი დოკუმენტაცია – პირადობის მოწმობა, გაცემული მოწმობა, მისი ასლი ან კურთხევის საფასური. 

მონანიების საფასური: 50 ლარი. 

შეგახსენებთ, რომ “გირჩმა” “ბიბლიური თავისუფლება” ორი წლის წინ, ახალგაზრდების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გასათავისუფლებლად დააფუძნა. ამ დროისთვის რელიგიურ ორგანიზაციას 30 ათასამდე მღვდელმსახური ჰყავს”. – ვკითხულობთ გირჩის განცხადებაში. 

იტვირთბა....