aviabiletebi
ახალი ამბები

ბატიაშვილი აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტზე: რუსეთს აღარავინ ეკითხება მანდ რამეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“წითელი რგოლებით აღნიშნულია ადგილები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, სადაც ამ წუთებში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

იუწყებიან, რომ ბრძოლებში ჩართულია მძიმე არტილერია, უპილოტო საფრენი აპარატები. ჯერჯერობით ფეხოსნების შეტევა არ დაწყებულა. მაგრამ უკვე არის მსხვერპლი.

ეს ყველაფერი შეიძლება მსხვილმასშტაბიან ომში გადაიზარდოს.
მძიმე შემოდგომა დადგა კავკასიაშიც.” ამის შესახებ მკვლევარი, ზურა ბატიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორხ ბატიაშვილი, პოსტის კომენტარში აღნიშნავს, კონფლიქტში რუსეთს “აღარავინ ეკითხება მანდ რამეს”

ცნობისთვის, ამ წუთებში სროლებია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. არსებული ინფორმაციით, დაიბომბა რამდენიმე ქალაქი.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 13 სექტემბერს, 00:05 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა გორისის, სოტკისა და ჯერმუკის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს

აზერბაიჯანის გამცხადებით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის არმიის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი პროვოკაცია დაიწყო ლაჩინისა და ქელბაჯარის მიმართულებით, რასაც საპასუხო ღონისძიებები მოჰყვა.

იტვირთბა....