aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბასილაშვილის ადვოკატის თქმით, ნეკა დოროყაშვილის მიერ მოყოლილი ფაქტები გამოგონილია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩოგბურთელ ნიკოლოს ბასილაშვილის ადვოკატის, მალხაზ სალაყაიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის მიერ სასამართლოს სხდომაზე მოყოლილი ფაქტები, რომ ბასილაშვილი მასზე ძალადობდა, გამოგონილია.

“რა თქმა უნდა, სარწმუნო არ არის. მოხდა გარკვეული კადრების დემონსტრირება სადაც არ ჩანს, რომ ქალბატონ ნელის რაიმე ნივთი ან საგანი ხვდება. ბატონ ნიკას ჩვენება ჯერ არ მიუცია და შესაბამისად, კომენტარი შემდეგ იქნება. ნიკა ბასილაშვილს არავითარი ფსიქოლოგიური და მითუმეტეს ფიზიკური ზეწოლა და ზემოქმედება არ მოუხდენია”, – განაცხადა “ინტერპრესნიუსის” ცნობით, ადვოკატმა.

ცნობისთვის, ნეკა დოროკაშვილმა დღევანდელ ჩვენებაში სავარაუდო ძალადობის არაერთი ფაქტი მოიყვანა, მაგალითად, განაცხადა, რომ ბასილაშვილმა მას ჩოგნებით სავსე ჩანთა ჩაარტყა.

იტვირთბა....