aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 9 პირის ახლობლები პოლიციის მანქანებს თავს დაესხნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამრთლემ ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 9 პირი პატიმრობაში დატოვა. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა. გადაწყვეტილება დაკავებულების ახლობლებმა გააპროტესტეს. დაცვის მხარემ პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვა, თუმცა როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატებმა განაცხადეს, მოსამართლემ მათი პოზიცია არ გაითვალისწინა.
გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ბრალდებულების ახლობლები სასამართლოს წინ სამართალდამცველების მანქანებს თავს დაესხნენ, ხოლო სასჯელაღსრულების მანქანას, რითაც ბრალდებულებს უკან, ციხეში აბრუნებდნენ, გზა გადაუღობეს.

პოლიციელებმა მოქალაქეებისგან გზა ხმამაღალი შეძახილებით გაათავისუფლეს.

იტვირთბა....