aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია პატიმრობაში დატოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზატორობის ბრალდებით დაკავებული მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას საქმის არსებითი განხილვა 5 საათზე მეტია მიმდინარეობს. მოსამართლე მხარეთა არგუმენტებს ისმენს.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა არ დააკმაყოფილა მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატების შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე და ორივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

პროცესის დასაწყისში მერაბ ღოღობერიძემ განაცხადა, რომ ის უდანაშაულოა და ბათუმის მერის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.

უდანაშაულობაზე საუბრობს ასევე ირაკლი ჩხვირკიაც, რომელიც აცხადებს, რომ მის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს სასამართლოს ყველა ინსტანციაში გაასაჩივრებს.

იტვირთბა....