aviabiletebi
ახალი ამბები სამართალი

“აჭარაბეთი” დააყაჩაღეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფოთში „აჭარაბეთის” ფილიალი დააყაჩაღეს. ინფორმაციას „ლაივპრესი“ ავრცელებს. მოლარეს შეიარაღებული პირი თავს დაესხა და 1 200 ლარი წაიღო. კომპანიას ფოთში კაზინო და ტოტალიზატორი არ აქვს, ადგილზე მხოლოდ სალაროს ფილიალია, სადაც მომხდარზე საუბარი არ ისურვეს.

„იმ დროისთვის მე არაფერი დამინახავს, მერე გავიგე, რომ თავდამსხმელმა ფულის ასაღები პატარა ფანჯრიდან იარაღი შეაცურა და თანხა მოთხოვაო. მოლარეს კი, მხოლოდ 1200 ლარი მიუცია. უფრო მეტი თანხა კი ქონდა სალაროში, მაგრამ დააჯერა, რომ მეტი ფული არ ქონდა. ქურთუკი ქონია ლოყებზე აფარებული, თავზე ქუდი ეხურაო”, – უთხრა „ლაივპრესს“ ახლომდებარე ერთ-ერთი მაღაზიის მოვაჭრემ, რომელმაც ვინაობა არ დაასახელა.

ინციდენტის შესახებ იციან, თუმცა თავდამსხმელი არც ტაქსის მძღოლებს უნახავთ.

„დღის განმავლობაში იმდენი ვინმე შედის. ისე თვითონ „აჭარაბეთში” თქვეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი იყოო, რომელსაც უთქვამს ფული მაქვს წაგებული, ყველაფერზე ვარ წამსვლელი და რაც თანხა გაქვთ სალაროში, მომეცითო”, – აღნიშნა ერთ-ერთმა ტაქსისტმა.

ყაჩაღობის ფაქტს ადასტურებენ შსს ფოთის სამმართველოში, თუმცა სხვა დეტალებზე, არის თუ არა ეჭვმიტანილი, ან დააკავეს თუ არა მომხდართან დაკავშირებით ვინმე, არ საუბრობენ.

იტვირთბა....