aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

აფრიკაში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნიგერიაში კორონავირუსის კიდევ ერთი სახეობა აღმოაჩინეს. ამის შესახებ Reuters-ი აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

„ვირუსის ხაზი დიდი ბრიტანეთისა და სამხრეთ აფრიკის ხაზებისგან განსხვავდება“, – განაცხადა აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონ ნკენგასონგმა.

მისი თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ბოლო პერიოდში ნიგერიაში დაფიქსირებული ვირუსის გავრცელების გაზრდილი მაჩვენებელი კოვიდ 19-ის ახალ ვარიანტთანაა დაკავშირებული.

ცნობისათვის, გასული კვირის განმავლობაში ნიგერიაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 52%-ით, სამხრეთ აფრიკაში კი – 40%-ით გაიზარდა.

იტვირთბა....