aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

არეშიძე – არ გამოვრიცხავ, რუსეთმა ჩრდილო კავკასიაში არსბეული პატარა დაძაბულობა ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირებისთვის გამოიყენოს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრინციპში, კადიროვის ამ განცხადებას არ ველოდი. ახლა ოცდამეერთე საუკუნეა და ფეოდალური ომების ხანა დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. ასე, რომ ერთ ხალხს შორის ომის დაწყება იმის გამო, რაც ახლა ხდება, არის აბსოლუტური იდიოტიზმი, – ამის შესახებ “მეტრონომს” პოლიტოლოგმა მამუკა ჩეჩნებსა და იინგუშებს შორის არსებული დაპირისპირების კომენტირებისას განაცხადა.

არეშიძის თქმით, რუსებს თავის ტერიტორიაზე სამხედრო საფრთხე არ უნდა აწყობდეს და ზოგადად, წარმოუდგენელია ჩეჩნებსა და ინგუშებს შორის ომი.

“მოგეხსენებათ, რომ ჩეჩნები და ინგუშები ერთი ეთნოსია. ეს იგივეა, რომ გურულებმა და იმერლებმა ტერიტორიების გამო ომი დაიწყონ. შეიძლება, იყოს შეტაკება და დაძაბული ვითარება, მაგრამ ჩეჩნებსა და ინგუშებს შორის ჩემთვის ომი წარმოუდგენელია. ვფიქრობ, კადიროვის განცხადება განცხადებად დარჩება, ამას ფედერალური ცენტრი არ დაუშვებს.

მიუხედავად იმისა, რომ ფედერალური ცენტრის არასწორი პოლიტიკის შედეგია. როგორც ჩანს, კრემლში ახალი მეთოდოლოგია მოიფიქრებს. საეჭვოდ ემთხვევა დაძაბული ვითარება ყაბარდო-ბალყარეთში და ჩეჩნეთსა და ინგუშებს შორის. ხომ არ აპირისპირებენ კავკასიელებს ერთმანეთს? პრინციპში, მუდამ აპირისპირებდა რუსეთი კავასიელებს ერთმანეთს, რადგან კავკასიას მართვდა პირნციპით – გათიშე და იბატონე. თუმცა, ეს ნამეტანია. რუსეთს თავის ტერიტორიაზე სამხედრო საფრთხე არ უნდა აწყობდეს”, – აცხადებს არეშიძე.

როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, ჩრდილოეთ-კავკასიელებს შორის დაპირისპირების შემთხვევაში, საქართველოს საფრთხე არ ემუქრება და ამის ნათელი დადასტურებაა ჩეჩნეთის ბოლო ორი ომი.

“რაც შეეხება საქართველოს. პირდაპირი საფრთხე ჩვენ ქვეყანას არ ემუქრება. მაინც კავკასიის ქედს იქით ხდება ყველაფერი. ჩეჩნეთის ორი ომის დროს გარკვეული უსიამოვნებები ხდებოდა, მაგრამ ჩვენს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები არ მომხდარა. რუსეთი, როგორც ჩანს, კავკასიაში სიტუაციას ძაბავს და ეს უფრო სერიოზული პრობლემაა ჩვენთვის.

თუმცა, ვფიქრობ, კარასინის განცხადება სერიოზული შესავალია იმ პრობლემების, რაც საქართველოს ცოტა ხანში თავს დაატყდება. ლუგარის ლაბორატირიის თემით, რუსეთი ცდილობს, სკრიპალების საქმისა და სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების პარალელური პრობლემები შექმნას. ეს ყველაფერი კომპლექსურად რომ განვიხილოთ, გამოდის, რომ რუსეთს კავკასიაში ახალი მიდგომა აქვს. აქედან გმაომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული პატარა დაძაბულობა ფართომასშტაბიანი სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირებისთვის გამოიყენოს”, – განაცხადა არეშიძემ.

შეგახსენებთ, რომ ჩეჩნეთსა და ინგუშებს შორის დაძაბული ვითარებაა. ინგუშეთში რამოდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს – მოსახლეობა ჩეჩნეთთან დადებულ ხელშეკრულებას აპროტესტებს. ჩეჩნეთისა და ინგუშეთის მეთაურებმა, რამზან კადიროვმა და იუნუს-ბეკ ევკუროვმა 26 სექტემბერს გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ინგუშეთმა მიიღო ნადტერეჩნის რაიონის ნაწილი, ჩეჩნეთმა კი სუნჯის რაიონის ნაწილი. აქციის მონაწილეები სწორედ ამ შეთანხმებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მათ მიწას ართმევენ.

ამავდროულად, ჩეჩნეთის ლიდერმა პროტესტანტებს აქციის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

რაც შეეხება გრიგორი კარასინის განცხადებას, კარასინი საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ საერთაშორისო არენაზე რუსეთის მიმართ მტრული ქმედებები 2012 წელს დაწყებული ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს საფრთხის წინაშე აყენებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

იტვირთბა....