aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლებას რუსული არხების აკრძალვის თხოვნით მიმართეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლებას რუსული არხების აკრძალვის თხოვნით მიმართეს. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო ევგენიძე, რომელიც ერთ-ერთი ხელმომწერია განცხადებაზე, აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ შეიძლება აკრძალოს საქართველომ რუსული პროპაგანდისტული არხები, მაშინ როცა ნატო-ს და ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანაში ისინი აკრძალულია.

ევგენიძე მიიჩნევს, რომ რუსული პროპაგანდისტული არხების შეზღუდვა დემოკრატიასთან და სიტყვის თავისუფლებასთან წინააღმდეგობაში არ მოდის, ვინაიდან რუსეთის მხრიდან მთელი დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ მიმდინარეობს შეტევა.

მისივე თქმით, ის არ გულისხმობს, რომ უნდა აიკრძალოს რუსული ფილმები, მუსიკა და ა.შ. არამედ საუბარია მხოლოდ პროპაგანდისტული, საინფორმაციო და შემეცნებითი გადაცემების აკრძალვაზე.

იტვირთბა....