aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ანა დოლიძემ, ალეკო ელისაშვილმა და ლევან კობერიძემ ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობის ლიდერ ალეკო ელისაშვილთან და პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან კობერიძესთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნა.

როგორც ანა დოლიძემ ბრიფინგზე გამოსვლისას განაცხადა, ახალი პლატფორმის მიზანია, შექმნას დღის წესრიგი. გაარღვიოს ის პოლარიზებული კლიმატი, რომელიც ქვეყანაში არსებობს.

შევიკრიბეთ დღეს აქ, ღირსშესანიშნავ ადგილას იმისთვის, რომ ხელი მოვაწეროთ მემორანდუმს, რომელიც დაფუძნებულია შემდეგ ძირითად პრინციპებზე და ამ პრინციპებს ახლა მოგახსენებთ: ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყანა არის ჩაფლული უპერსპექტივობის ჭაობში და ჩვენი თანამოქალაქეები დარჩენილი არიან ცუდსა და უარესს შორის არჩევანის პირისპის. ვხედავთ, რომ საზოგადოების დღის წესრიგი მონოპოლიზებული აქვს ორ ძალას, რომელიც ფსევდო დაპირისპირებით სინამდვილეში ერთმანეთს აძლიერებს, ხოლო ხალხის ყოველდღიური და რეალური პრობლემები და გაჭირვება ამ პოლარიზებული დღის წესრიგის მიღმა რჩება.

ჩვენ გვაერთიანებს სუფთა წარსული. ჩვენ აქამდეც ვიბრძოდით, ვშრომობდით და კიდევ უფრო თავდაუზოგავად ვიშრომებთ საქართველოს წარმატებისთვის, კეთილდღეობისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროატლანიკურ ოჯახში გაერთიანებისთვის.

ჩვენი ამოცანა არის შევქმნათ მსჯელობისა და დისკუსიის განსხვავებული პლატფორმა, რომელიც გახდება დღევანდელი პოლარიზებული ატმოსფეროს ახალი, ჯანსაღი ალტერნატივა, რომელიც თავის გარშემო შემოიკრებს მსგავსი ფასეულობების პატრიოტ, კეთილსინდისიერ და ჩვენს ქვეყანაზე მზრუნველ მოქალაქეებს,”- განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ ანა დოლიძემ მოძრაობა “ხალხისთვის” შექმნა, რომლის მანიფესტიც საზოგადოებას გააცნო.

 

იტვირთბა....