aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ამერიკამ კარგად იცის, რა კუდებია გადაბმული რუსეთსა და „ქართულ ოცნებას“ შორის“ – ზაქარეშვილი ფარცხალაძის დასანქცირებაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-მ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერი განმარტებით, „სანქცირებული არიან ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის ენერგო სექტორში იმისთვის, რომ შეიტანონ ფინანსები პუტინისთვის“. ფარცხალაძეც მათ შორისაა.

ფარცხალაძის სკანდალურ საქმესთან და ამასთან მიმართებით, „ქართული ოცნების“ სავარაუდო პოზიციონირებასთან დაკავშირებით, „მეტრონომი“ კონფლიქტოლოგ, დიპლომატ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.

ზაქარეიშვილის თქმით, ფარცხალაძის დასანქცირებით ამერიკამ გამოააშკარავა საქართველოს ხელისუფლებისა და რუსეთის კავშირები. ის იმედოვნებს, რომ აშშ განაგრძობს ქართული საზოგადოებისთვის აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის რეგულარულად მიწოდებას.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პროპაგანდას, ზაქარეიშვილის აზრით, მმართველი პარტია ეცდება დისტანცირებას ფარცხალაძისგან და ამასთანავე, განაგრძობს ქართული ოპოზიციის სისუსტეზე აქცენტირებას.

პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის მერე, საქართველოს არასდოს ჰყოლია ასეთი სუსტი ხელისუფლება და ოპოზიცია.

ეს მართლაც სერიოზული სკანდალია. ეს არის პირველი პერსონალური სანქცია აშშ-დან. შესაბამისად, ამერიკამ კარგად იცის, რა კუდებია გადაბმული რუსეთსა და „ქართულ ოცნებას“ შორის, ფარცხალაძე კი ამ კავშირის მკაფიო, გამოკვეთილ ფიგურანტად მიაჩნია.

წესით, „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ აშშ ამით არ დაკმაყოფილდება და განაგრძობს დასანქცირებებს. ანუ რაკი ამერიკა დაადგა „ქართული ოცნებისა“ და რუსეთის ფბ-ს შორის კავშირების დადგენის გზას, არჩევნებამდე ისინი კიდევ გამოააშკარავებენ ამ კავშირის ფიგურანტებს.
მე იმედი მაქვს, რომ აღნიშნული საქმე ფარცხალაძით არ დამთავრდება და ამერიკელები ქართულ საზოგადოებას რეგულარულად მიაწვდიან ინფორმაციას ქართული ხელისუფლებისა და რუსეთის კავშირებზე.

ეს აჩენს კითხვას – ვის უჭერს ქართველი ამომრჩეველი მხარს მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ებრძვის რუსეთს, საქართველოს მმართველი ძალა კი ჩაბმულია რუსეთზე?

რა თქმა უნდა, „ქართული ოცნებისთვის“ ეს ძალიან დიდი გამოწვევაა.

აქ მხოლოდ ფარცხალაძეში ხომ არ არის პრობლემა. მას დიდი სიამოვნებით „დამარხავდნენ“, მაგრამ აქ საქმე ისაა, რომ ფარცხალაძის ფენომენმა გამოავლინა „ქართული ოცნებისა“ და რუსეთის კავშირი.

თუმცა ახლა „ოცნებას“ მოუწევს ფარცხალაძისგან დისტანცირება. გუშინ თქვეს კიდეც, რომ 10 წელია, ჩვენთან საერთო არაფერი აქვსო.

უცნაურია, ციხეში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე, სააკაშვილი, თურმე საფრთხეა ქვეყნისთვის და საქართველოს მოქალაქე, „ქართული ოცნების“ წამყვანი ფიგურა, ყოფილი გენერალური პროკურორი ეს არ არის პრობლემა?

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პროპაგანდას, საერთოდ, ამ პარტიის მთავარი სიძლიერე, თუ შეიძლება ასე ითქვას, ოპოზიციის სისუსტეა, სხვა არაფერი. ასეთი სუსტი ხელისუფლება საქართველოს არ ჰყოლია დამოუკიდებლობიდან მოყოლებული, მაგრამ ამასთანავე, არ ჰყოლია ასეთი სუსტი ოპოზიცია.

„ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს არა იმისთვის, რომ თავისი თავი გააძლიეროს, არამედ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტად დაასუსტოს ოპოზიცია. ამდენად, პროპაგანდისტული თვალსაზრისით, „ოცნება“ მთავარ აქცენტს ოპოზიციის სისუსტეზე გააკეთებს. ისევ ყველაფერს დააბრალებენ „ნაციონალურ მოძრაობას“, მუდმივად შეახსენებენ საზოგადოებას სისხლიან 9 წელსა და იმ დროის მკვლელობებს, რათა ჩრდილი მიაყენონ ოპოზიციას და ხალხს უთხრან, რომ ქვეყანაში არ არსებობს სხვა პოლიტიკური ძალა, თუნდაც უდღეური „ქართული ოცნების“ გარდა. თუ ჩემი ეს ვარაუდი სწორია, ამ მხრივ, მათ პროპაგანდისტული რესურსები ნამდვილად აქვთ.

სუსტ ოპოზიციასთან ერთად, „ქართული ოცნების“ მთავარი მოკავშირე არის სიღარიბე. ღარიბი ადამიანის ყიდვა უფრო იოლია, ვიდრე მდიდრის.

– განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

იტვირთბა....