aviabiletebi
მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი ციტატა

ამაღლობელი: ან ჩვენ დავიცავთ ჩვენივე პატიმარს, ან მას უჩვენოდ პუტინი გაგვისამართლებს

მიხეილ სააკაშვილს ჰოსპიტალში გადაიყვანენ თუ არა,
ამას ვერ გადაწყვეტენ ვერც კონკრეტული უწყებები, ვერც პრემიერი ღრიბაშვილი და ვერც ერთად აღებული მთელი ქართული ოცნება, ეს დაახლოებით იგივე იქნებოდა – ბოროტ ფაზენდატორს თავისი მონებისთვის, მისი მთავარი კონკურენტის ბედის კეთილად გადაწყვეტის ნება მიეცა.
არათუ ვერ გადაწყვეტენ, ამ თემაზე კრინტსაც ვერ დაძრავენ.
პროცესს სადისტური სკრუპულოზურობით პირადად აკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი, ის კი საკუთარ გადაწყვეტილებებში ორად-ორი პრინციპით იხელმძღვანელებს, პირველი – როგორ შეხედავს მის გადაწყვეტილებებს ვლადიმერ პუტინი და მეორე – რას იტყვის ქართველი ხალხი, დღეის მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ, ქართველ ხალხზე მას მაინცდამაინც დიდი წარმოდგენა არ უნდა ქონდეს, რჩება მეორე – ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი.
ხოდა, ან ჩვენ დავიცავთ ჩვენივე პატიმარს, ჩვენივე ისტორიას, ჩვენივე მსჯავრდებულს,
ან მას უჩვენოდ პუტინი გაგვისამართლებს,
რასაც პრინციპში წარმატებულად შვება უკვე.
აი აქ გადის დღეს ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის, მისი ყოფნა-არყოფნოის საკითხი და არა იმაზე რო “მიშა ცუდი იყო ხალხო და უიმეე, ჭამოს და დაგვანებოს თავი
aviabiletebi
ავიაბილეთები

წერს სოციალურ ქსელში პოეტი რატი ამაღლობელი.

იტვირთბა....