aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

ავღანეთში ამერიკის სამხედრო ბაზასთან მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით,  ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ხოსთის პროვინციაში აშშ-ის სამხედრო ბაზასთან მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა.

აფეთქება  ბაზის შესასვლელთან მოხდა, რომელიც ამერიკელი სამხედროებისა და კერძო სამხედრო კომპანიების მართვის ქვეშაა. არიან თუ არა დაშავებულები ან დაღუპულები ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.

ავღანეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა უილიამ სალვინმა აღნიშნული ფაქტი დაადასტურა. მისი თქმით, ავღანეთის მოქალაქეებს შორის შესაძლოა დაშავებულები იყვნენ. აშშ-ის სამხედროები ინციდენტის შედეგად არ დაშავებულან.

დღეს, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი ვიზიტით ავღანეთს ეწვია.

იტვირთბა....