aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ავერსისის” კლინიკის თანამშრომელია” – ცნობილია ჩაქვში კოვიდინფიცირებულის ვინაობა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სასტუმრო ინფიცირებული ექიმი “ავერსისის” კლინიკის ქსელის თანამშრომელია.

“400-მდე ექიმი ესწრებოდა კონფერენციას ჩაქვში, მათგან “ავერსის” ქსელის კლინიკის ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი დაუფიქსირდა. თუმცა ეს არ უკავშირდება თავად “ავერსის” კლინიკაში ინფექციის გავრცელებას. წყარო უკვე დადგენილია, მაგრამ ჩვენ დღესვე დავიწყეთ მყისიერი გამოკვლევები იმისათვის, თუ რა მასშტაბის იყო გადადება.

ეპიდსიტუაციის გამოკვლევის შემდეგ, ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას, გადავლენ თუ არა იქ მყოფი ადამიანები კარანტინში, თუ მიეცემათ მათ თვითიზოლაციაში გადასვლის რეკომენდაცია” – განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისათვის, შეგახსენებთ, ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ სადაც ერთ-ერთ ვიზიტორს კორონავირუსი დაუდასტურდა, ზომები გამკაცრდა. ინფიცირებულთან კოტაქტში მყოფი პირების გამოკვლევა იწყება.

რაც შეეხება თავად ინფიცირებულს, ახალგაზრდა ქალი სამედიცინო კონფერენციაში მონაწილეობდა, რომელიც ჩაქვის სასტუმრო “დრიმლენდ ოაზისში” იმართება. მას მაღალი ტემპერატურა გუშინ დაუფიქსირდა, რის გამოც სასტუმროში ეპიდემიოლოგები გამოიძახეს. ხოლო სასტუმრო, სადაც 900-მდე დამსვენებელი იმყოფება – ჩაკეტეს. პირველი ტესტირებით მას ვირუსი არ დაუდასტურდა.

 

იტვირთბა....