aviabiletebi
ახალი ამბები სამართალი

აბაშიძის ქუჩაზე დაჭრილი შუა ხნის მამაკაცია: მომხდარზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

აბაშიძის ქუჩაზე შუა ხნის მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც ადგილობრივები ყვებიან, შელაპარაკების შედეგად მამაკაცს სამი ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.

ამ წუთებში დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია აგადაყვანილი და მას ოპერაციას უკეთებენ. მისი ჯანრმთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია, რადგან ექიმები კომენტარს არ აკეთებენ.

რაც შეეხება პირს, რომელმაც შუა ხნის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მიაყენა, ამ წუთებში მას პოლიცია  ეძებს.

შსს ამ საქმესთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადების გაკეთებას გეგმავს. ამ წუთებში კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება  ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.

იტვირთბა....