aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სპორტი

“საქველმოქმედო აქცია იქნებოდა რომში ან მილანში რომ ეთამაშათ”: ხიდაშელი დაგეგმილ საფეხბურთო მატჩზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი 29 სექტემბერს დაგეგმილ საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩს სოციალურ ქსელში ეხმაურება :

“საქველმოქმედო აქცია იქნებოდა რომში ან მილანში რომ ეთამაშათ, ჩვენ პორდაპირ ეთერში გვენახა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მიეღოთ ზარები დახმარებაზე. მარათონი ქართული ტყის გადასარჩენად ის რაც მოხდება, მათი მეგობარი კანდიდარის მხარდამჭერი აქციაა, რომელზეც სავარაუდოდ იმაზე ნაკლები შემოვა თანხა ვიდრე მათი აქ ჩამოსვლა და მთელი ეს პომპეზი დაჯდება,” – წერს ხიდაშელი. 

შეგახსენებთ, საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში, ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისში ამხანაგური საფეხბურთო მატჩი იგეგმება, რომელშიც მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელები მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის იქნება დედაქალაქის მერობის კანდიდატი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი კახა კალაძეც, რომლის ამ ღონისძიებაში მონაწილეობას იურისტები არჩევნების წინ კანონდარღვევად აფასებენ.

იტვირთბა....