aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ტერაქტიდან 19 საათის შემდეგ პუტინი პირველ კომენტარს აკეთებს – რა თქვა რუსეთის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში?

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი “კრო­კუს სითი ჰოლ­ზე” თავ­დას­ხმი­დან 19 სა­ა­თის შემ­დეგ მო­სახ­ლე­ო­ბას მი­მარ­თავს. მან თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა ახ­ლობ­ლებ­სა და ოჯა­ხის წევ­რებს მი­უ­სამ­ძიმ­რა.

პრე­ზი­დენ­ტმა შემ­თხვე­ვას “ბარ­ბა­რო­სუ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმა” უწო­და. მან ასე­ვე მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ეკი­პაჟს, მე­ხან­ძრე­ებ­სა და მაშ­ვე­ლებს. მი­სი­ვე თქმით, ტე­რაქ­ტში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და დამ­კვე­თი სა­მარ­თლი­ა­ნად და­ის­ჯე­ბა.

“ოთხი­ვე დამ­ნა­შა­ვე იპო­ვეს და და­ა­კა­ვეს. ისი­ნი უკ­რა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცდი­ლობ­დნენ გაქ­ცე­ვას. ჯამ­ში სულ 11 ადა­მი­ა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი. ჩვენ ყვე­ლა და­შა­ვე­ბულს სა­ჭი­რო დახ­მა­რე­ბას გა­ვუ­წევთ. ჩვენ ვდგა­ვართ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ხოც­ვა-ჟლე­ტის გეგ­მის წი­ნა­შე. ვუ­სამ­ძიმ­რებ ყვე­ლას, ვინც ახ­ლო­ბე­ლი და­კარ­გა. და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა შემ­სრუ­ლე­ბე­ლი და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და­ის­ჯე­ბა. რუ­სეთ­მა არა­ერ­თხელ გა­ი­ა­რა ურ­თუ­ლე­სი გან­საც­დე­ლი და გაძ­ლი­ერ­და… ახ­ლაც ასე იქ­ნე­ბა” – გა­ნა­ცხა­და ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ, მოს­კო­ვის “კრო­კუს სითი ჰოლ­ში” რამ­დე­ნი­მე შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ცე­ცხლი გახ­სნა, რა­საც ხან­ძა­რი მოჰ­ყვა. რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბამ მოს­კო­ვის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა ტე­რაქ­ტად შე­ა­ფა­სა. სა­ა­გენ­ტო Reuters-ის ცნო­ბით, თავ­დას­ხმა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ე.წ. “ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ“ აიღო. 24 მარ­ტი რუ­სეთ­ში ეროვ­ნუ­ლი გლო­ვის დღეა.

იტვირთბა....