aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

დავით ნარმანია საკრებულოში მისვლას არ აპირებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ის დღეს საკრებულოში მისვლას არ აპირებს. ნარმანია ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ ეხმაურება თბილისის საკრებულოს ოპოზიციის მოთხოვნას, რომ განკარგულება გაუქმდეს, რომლის საფუძველზეც, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ოჯახს მილიონი ლარის ღირებულების ქონება გადაეცა.

თბილისის მერი ამბობს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან ნარმანიას მტკიცებით, ქონება მოსამართლის ოჯახს კანონის სრული დაცვით გადაეცა. დავით ნარმანია ოპონენტთა განცხადებებს, კვლავ პოლიტიკურ შოუს უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ნატალია ნაზღაიძის ოჯახისათვის კომპენსაციის სახით მილიონი ლარის გადაცემის საკითხი, ოპოზიციის მოთხოვნით დღეს საკრებულოს სხდომაზე განიხილება.

დეპუტატები ასევე იმსჯელებენ იმ დოკუმენტის გაუქმებაზე, რომლის მიხედვითაც ეს თანხა მოსამართლის ოჯახმა მიიღო და მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის საკითხზე. კვლავ ძალაში რჩება მერის მისვლის მოთხოვნაც.

 

 

იტვირთბა....