ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და მოძრაობა “ახალი ძალების” ლიდერის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პოროშენკომ და პუტინმა სატელეფონო საუბრისას მის შესახებაც ისაუბრეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა NewOne-ს ეთერში განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტები ერთობლივი ძალებით მოქმედებენ.
“ჩემი წყარო არასდროს შემცდარა, 29 დეკმბერს შედგა სატელეფონო საუბარი… და როგორც მე მესმის, საუბრისას გეტყვით გაცვლის საკითხის პარალელურად ჩემი საკითხიც განიხილეს…. ეს პოსტსაბჭოთა სივრცეში, ასეთი საერთაშორისო ოპერაციია, ოლიგარქების მტრების წინააღმდეგ” – განაცხდა სააკაშვილმა.