aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოპერატიული ნომრები და “ნარუშილოვკები” ყოფილ მთავარ პროკურორსა და მის მეგობრებს – ოთარ ფარცხალაძე სკანდალში ეხვევა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ გვიან ღამით, კომენდანტის საათის დროს,  საქეიფოდ მიაკითხა ძმებ მიქაძეებს, მთაწმინდელ ავტორიტეტებს.

აღნიშნულ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. ინფორმაციის გადასამოწმებლად არხის ჟურნალისტები მივიდნენ, ადგილზე მისულებს კი მიქაძეების სახლთან სამი ავტომობილი დახვდათ ოპერატიული ნომრებით. ჟურნალისტების გამოჩენისთანავე ავტომობილები მაშიბვე დაიძრა,  სახლში კი შუქები ჩააქრეს.

ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ტერიტორია, სავარუდოდ, საფეხმავლო ორღობეებით დატოვა. ხოლო  ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს აგრესიული ახალგაზრდების ჯგუფი დაადგა, გინებითა და მუქარით..

“რატომ აქვთ ამ ადამიანებს და მათ უფროს მეგობარ ფარცხალაძეს ყველაფრის უფლება, მათ შორის ოპერატიული ნომრებითა და “ნარუშილოვკებით” სარგებლობის პრივილეგია?! – შეკითხვაზე პასუხი შინაგან საქმეთა მინისტრს არ აღმოაჩნდა.

 

იტვირთბა....