aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მკვლელობა თბილისში – ღრმაღელის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გუშინ ღამით თბილისში მკვლელობა მოხდა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით,  ღრმა ღელის ქუჩაზე 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს. ადგილობრივების თქმით,  მათ ხმაური დაახლოებით ღამის 02:00 საათზე გაიგეს რა დროსაც გარეთ გამოსულებმა მათი მეზობელი დაინახეს.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ მამაკაცს ჭრილობები სავარაუდოდ დანით ჰქონდა მიყენებული და მათ სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა დაჭრილი მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....