aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მილიონი და რამდენიმე ტანმაღალი ხის დარგვის შემდეგ: თბილისში 180 000 ახალი ნერგი შემოდის

aviabiletebi
ავიაბილეთები

2016 წელს თბილისის მასშტაბით 180 000 ნერგის დარგვა იგეგმება. 100 000  ხე-მცენარე, შემოდგომაზე, სეზონური რგვების ფარგლებში დაირგვება – ამის შესახებ ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ნინო სულხანიშვილმა  2016 წლის გაზაფხულზე დედაქალაქში დაგეგმილი გამწვანების ღონისძიებების გეგმის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

ნინო სულხანიშვილის თქმით, საგაზაფხულო გამწვანების სამუშაოები წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, გეგმის მიხედვით,  მასშტაბურად ჩატარდება.  80 000 წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ხეები მახათას მთის მიმდებარედ 15ჰა ფართობზე, ოქროყანაში – გამხმარი და დაავადებული ხეებისგან გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე, დიდ დიღომში  და ქალაქის შიდა ტერიტორიაზე, პარკ-სკვერებსა და ცენტრალური ქუჩების გასწვრივ დაირგვება. ნერგების შესაძენად 2016 წლის ბიუჯეტში 900 000 ლარია გამოყოფილი.

პროექტის თანახმად, დედაქალაქის შემოგარენისა და ცენტრალური ტერიტორიების გასამწვანებლად შერჩეულია ქალაქის კლიმატურ და ნიადაგობრივ პირობებთან შეგუებული შერეული სახეობების  ნერგები.  ქალაქის ცენტრალურ ნაწილში 1,2 -დან  3 მეტრამდე, ხოლო  ქალაქის შემოგარენში, ტყის აღდგენითი ღონისძიებების ფარგლებში, 0,5-1,0 მ სიმაღლის ხე-მცენარეები დაირგვება. სპეციალისტების მიერ რეკომენდირებულ სახეობებს შორისაა კიპარისის, ცაცხვის, ჰიმალაის კედარის, ფიჭვის, ვერხვის, იფანისა და საპნის ხე-მცენარეები.

გამწვანების ღონისძიებების პარალელურად ნინო სულხანიშვილმა  ყურადღება სარწყავი სიტემის მოწესრიგების მნიშვნელობაზეც გაამახვილა.

„იმ პირობებში, როდესაც  კლიმატის ცვლილება  მკვეთრად შეინიშნება, სარწყავი სისტემების გარეშე ახლად დარგულ ნერგებს გადარჩენის  მცირე შანსი აქვს,  ამიტომ აქტუალურია საირიგაციო სისტემის მოწყობა. ამჟამად სარწყავი სისტემების საინჟინრო გადაწყვეტებზე მიმდინარეობს მუშაობა. პირველ ეტაპზე, ვფიქრობთ, სარწყავი კომუნიკაციების მოწყობას მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაზაფხულზე  ყველაზე მეტი ხე-მცენარე დაირგვება. გამწვანებისა და, ამასთან, ნარგავების მოვლა-პატრონობის სამუშაოების  გეგმის მიხედვით წარმართვა  მნიშვნელოვნად გაზრდის მცენარეების გახარების კოეფიციენტს „ – განაცხადა  ნინო სულხანიშვილმა.

იტვირთბა....