aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენტი მარგველაშვილი დღეს კამპანიას იწყებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრეზიდენტი კამპანიას იწყებს, რომელიც კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესისადმი მეტი ნდობისა და მაღალი კონსენსუსის მიღწევას ეხება. პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის თქმით, კამპანიის პრეზენტაცია დღეს გაიმართება.

“გიორგი მარგველაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა ჩართულიყო კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვაში. შესამაბისად, მინდა გაცნობოთ, რომ 10 მარტს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება კამპანიის პრეზენტაცია, თუ რა სახის ღონისძიებებს მოიცავს და გულისხმობს აღნიშნული პროცესი, რომელსაც პრეზიდენტი უახლოეს მომავალში დაიწყებს”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.
მისი თქმით, პრეზენტაციაში ცნობილი გახდება კამპანიის გეგმები და მიზნები.
”ზოგადად კი, პროექტი გულისხმობს კონსტიტუციასა და კონსტიტუციური ღირებულებების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას, და კონსტიტუციის შექმნის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას, რაც თავისთავად უზრუნველყოფს დემოკრატიის მთავარ ღირებულებას”, – განაცხადა მიშველაძემ.

იტვირთბა....