aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ლიტვა განმარტავს, რატომ შეზღუდა კალინინგრადში რუსული ტრანზიტი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ლიტვას კალინინგრადის რეგიონში ცალმხრივი შეზღუდვები საქონლის ტრანზიტზე არ დაუწესებია, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის საქმეთა დროებით რწმუნებულთან სერგეი რიაბოკონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.

ლიტვის საგარეო უწყების ცნობით, ისინი მხოლოდ ევროკავშირის სანქციების მეოთხე პაკეტის მოთხოვნებს ასრულებენ.

“მგზავრები და საქონელი, რომლებიც არ ექვემდებარება ევროკავშირის სანქციების რეჟიმს, გადაადგილდება ლიტვის ტერიტორიის გავლით კალინინგრადის რეგიონში და უკან. ლიტვას არ დაუწესებია რაიმე ცალმხრივი, ინდივიდუალური ან დამატებითი შეზღუდვები ხსენებულ ტრანზიტზე. ლიტვა თანმიმდევრულად ახორციელებს ევროკავშირის სანქციებს, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა გარდამავალი პერიოდი და ძალაში შესვლის თარიღები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა ასევე განაცხადა ორშაბათს, რომ ლიტვა, კალინინგრადის ტრანზიტის შეზღუდვით, მხოლოდ ევროკავშირის სანქციებს ემორჩილება.

მანამდე ამ საკითხთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთში ლიტვის საქმეთა დროებითი რწმუნებული ვირჯინია უმბრასიენი დაიბარეს.

„დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრისას მკაცრად გააპროტესტეს ვილნიუსის მიერ რუსული მხარის წინასწარი შეტყობინების გარეშე დაწესებული აკრძალვა ლიტვის ტერიტორიით კალინინგრადის ოლქში ტვირთების დიდი ასორტიმენტის სარკინიგზო ტრანზიტზე “, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ის ფაქტი, რომ რუსეთის სხვა რეგიონებიდან კალინინგრადის ოლქში საქონლის სარკინიგზო ტრანზიტი მნიშვნელოვნად შემცირდება ლიტვის ხელისუფლების მიერ, რეგიონის გუბერნატორის ანტონ ალიხანოვის განცხადებით, გასულ პარასკევს გახდა ცნობილი.

იტვირთბა....