aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რაზე ვერ თანხმდება “ქართული ოცნება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

უმრავლესობის წევრის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, “ქართული ოცნება” ერთადერთი  საკითხი რაზეც ვერ თანხმდება საპარლამენტო საარჩევნო სისტემაა. მისი თქმით,  უმრავლესობის ნაწილი მომხრეა მაჟორიტარული საარჩევო სისტემა დარჩეს, ხოლო მეორე ნაწილი მხარს უჭერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.

“ერთადერთი თემა, რომელზეც ახლა “ქართულ ოცნებაში” ვერ ვთანხმდებით და  დისკუსიები მიდის, არის საპარლამენტო საარჩევნო სისტემა. მომხრეები ჰყავს მაჟორიტარული სისტემის დატოვებას, ასევე არის საკმაოდ დიდი ჯგუფი, მათ შორის მე, რომელიც ვფიქრობთ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც უზრუნველყოფს მეტ წარმომადგენელს პარლამენტში, უფრო პლურალისტური იქნება პარლამენტი და უფრო დემოკრატიული იქნება პროცესები”,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

ამასთან, ჩუგოშვილი ვარაუდობს, რომ გამოსავალი მოიძებნება და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არ ჩავარდება.

იტვირთბა....