aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სოციალური ქსელი

“დავით ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელმაც თავის პრინციპებს არაერთხელ უღალატა” – ვოლსკი

aviabiletebi
ავიაბილეთები

დავით ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელმაც თავის პრინციპებს არაერთხელ უღალატა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი „რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის „ფეისბუქის“ სტატუსს.

ვოლსკის თქმით, დავით ბერძენიშვილი გუშინ „ნაციონალურ მოძრაობას“ ებრძოდა, დღეს კი მის სატელიტად იქცა.

დავით ბერძენიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დღეს „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრას გამოეხმაურა და დაწერა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ პრეზენტაციაზე ისინი მივიდნენ, ვინც აღნიშნული პარტიის უფროსობით კოალიციაში ხედავს საკუთარ მოკრძალებულ ადგილს მომავალ პარლამენტში.

„დავით ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელმაც თავის პრინციპებს არაერთხელ უღალატა. არის გარკვეული მოსაზრებების მქონე პოლიტიკოსი, თუ შეიძლება ასე ეწოდოს. ვერ გადავაფიქრებინებთ, მაგრამ ფაქტია, რომ გუშინ „ნაციონალურ მოძრაობას“ ებრძოდა, დღეს მის სატელიტად იქცა. ამ ფაქტს ვერ წაუვალთ, როგორც იმას, რომ იმ ტერმინებით საუბრობს, როგორც მისი ახალი თუ ძველი მოკავშირე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

იტვირთბა....