aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთში აფეთქების შედეგად ერთი ბავშვი გარდაიცვალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად, 15 ადამიანი დაშავდა და  სამი წლის ბავშვი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას SNN-ი ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუზე“ დაყრდნობით ავრცელებს. შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა.

როგორც სანლიურფას გუბერნატორმა გუნგორ აზიმ ტუნამ განაცხადა, მძღოლმა ავტომობილი იმ საცხოვრებელი კომპლექსის წინ გააჩერა, სადაც სასამართლო სისტემის წარმომადგენლები ცხოვრობენ. არსებული ინფორმაციით, ბომბი დისტანციური მართვის პულტის საშუალებით ამოქმედდა.

გუბერნატორის განცხადებით, ეჭვმიტანილი 18-დან 20 წლამდე ახალგაზრდაა. მას მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები არ დაუსახელებია.

გარდაცვლილი ბავშვი სასამართლოს მდივნის ვაჟია. შემთხვევის შედეგად დაშავებულებს უმნიშვნელონ სახის დაზიანებები აღენიშნებათ.

იტვირთბა....