თაგი : გოა

ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოაზე ქურდობის ბრალდებით ოთხი ქართველი დააკავეს

newsadmin
სახლის გაქურდვუს ბრალდებით, ინდოეთში, გოაზე, სოფელ სიოლიმში  ოთხი ქართველი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მათ მიერ ნაქირავები მანქანიდან მოპარული ნაღდი ფული და ძვირფასი ნივთები ამოიღეს.
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ინდოეთში ქეთევან დედოფლის ხსოვნისადმი მიძღვნილი მუსიკალური ფესტივალი გაიმართება

newsadmin
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 4 მარტის ჩათვლით ინდოეთის რესპუბლიკის, გოას შტატში წმ. ქეთევან დედოფლის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსოფლიო საკრალური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ქეთევანი“ (The KETEVAN World & Sacred MusicFestival) გაიმართება. პროექტის ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალი რელიგიისა და მუსიკისჰარმონიულ თანაარსებობას განასახიერებს,რომლის შთაგონების წყაროც  ქეთევანდედოფლის ცხოვრების ისტორიაა. ფესტივალის ფარგლებში,მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსებთან ერთად,მსმენელთა წინაშე წარსდგება ქართველ მგალობელთა გუნდი „აღსავალი“. კონცერტებიჩატარდება იმ ადგილზე, სადაც წმ.დედოფლის ნაწილები აღმოაჩინეს. ღონისძიებაზე მოწვეულნი იქნებიან ინდოეთის სამთავრობო სტრუქტურების,დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესის, კულტურის,პრესისა და მასმედიისწარმომადგენლები. მსოფლიო საკრალური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი პირველად 2016 წელსგაიმართა და სისტემატური ხასიათისაა.