aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

დაკარგული სამი მოზარდიდან ორი ნაპოვნია

aviabiletebi
ავიაბილეთები

გუშინ, დღის განმავლობაში სხვადასხვა რაიონიდან სამი არასრულწლოვნის გაუჩინარების შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია. მათ შორის იყო 13 წლის გოგო, რომელიც გუშინ ბათუმში დაიკარგა. ის პოლიციელებმა ბულვარში იპოვეს. შსს-ს განცხადებით მას ძალადობის რაიმე კვალი არ ეტყობოდა.

ზუგდიდში ეძებდნენ 13 წლის ლუკა დევდარაიძეს. ისიც პოლიციამ თბილისში იპოვა. ლუკა სახლიდან გუშინ დაახლოებით 16:00 საათზე გავიდა.

ჯერჯერობით არ უნახავთ თბილისელი 17 წლის ანა ფეიქრიშვილი. ის 8 მაისს წავიდა სახლიდან სკოლაში. აღმოჩნდა, რომ ანა სასწავლებელში არ მისულა. ოჯახი მას ამ დრომდე ეძებს.

იტვირთბა....