aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

გლდანის ციხის ყოფილ თანამშრომლებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

aviabiletebi
ავიაბილეთები

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილ თანამშრომლებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლემ გადაწყვეტილება დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამოაცხადა.

მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და საქმეში ბრალდებულ ექვს პირს: მალხაზ ღვინიაშვილს, ნუგზარ მარღიას, ზაზა ხარაიშვილს, ვახტანგ გუგუციძეს, დავით ჩიხლაძეს და დავით ნოზაძეს პატიმრობა შეუფარდა.

საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგ ფაცაციაც ფიგურირებს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მას სხვა საქმეზე უკვე მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, პროკურატურას მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობა არ დაუყენებია.

6 ბრალდებულს 2011-2012 წლებში გლდანის ციხეში პატიმრებისადმი არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. სასჯელი 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

იტვირთბა....