მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში წერს:
„მოკლედ, მეგობრებო! ჩემო საყვარლებო! ყველას უდიდეს მადლობას გეუბნებით ამხელა სიყვარულისთვის და სითბოსთვის!!! მიყვარხართ და ყველანაირად ვცდილობ, მაქსიმალურად გასახელოთ!!!
მაგრამ არის ერთი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინო!
ჩათვალეთ, მე ვარ „ოლიმპიადაზე” და ისეთი სტრესია და ისეთ რეჟიმში ვარ, თქვენ ვერც ერთი წამითაც ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ მე საქმეს ბოლომდე მივიყვან!
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ ყოველი თქვენგანისგან, მხვდება კიდევ ისეთი საშინელი კომენტარები, რომლებსაც ძალაუნებურად ვკითხულობ…. მთელი ევროპა და უკრაინა გიჟდება ჩვენზე, ისე გვაქებენ და ქართველისგან – „ფუ, რას ჰგავს” ან „რას მღერის” ან „რა საშინელი სიმღერაა” ან „რა აცვია”, უბრალოდ უხერხულია და ძალიან მტკივნეული წასაკითხია!
ეს უბრალოდ შეუგნებლობაა და პრინციპში, მესმის და ვერც გაგამტყუნებთ, რადგან არ იცით, აქ რა ხდება და რამხელა სტრესია და ამ დროს, პირიქით, მხარდაჭერის მეტი არაფერი მჭირდება, ამიტომ ვაუქმებ Facebook-ს, სანამ მორჩება „ევროვიზია”! ასე ჯობია ნამდვილად! მიყვარხართ!!!
დროებით!” – წერს თაკო გაჩეჩილაძე.