aviabiletebi
ბიზნესი ვიდეო მთავარი საზოგადოება

რესტორანი „ფაეტონი“ – ადგილი, სადაც აუცილებლად დაბრუნდები!!! (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

https://www.youtube.com/watch?v=BreWPEm3PAs

მაღალი კლასის ქართული რესტორანი ბელიაშვილზე

მაღალალი კლასის ქართული რესტორანი „ფაეტონი“ თბილისში, დიღმის მასივში, ბელიაშვილის ქუჩაზე ,რესტორნების რიგში მდებარეობს. ეს არის ქართული რესტორანი, რომელიც მომხმარებელს მაღალი კლასის, სწრაფ, ჯანსაღ, ნატურალ პროდუქტებზე დაფუძნებულ მომსახურებას სთავაზობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მისი ვიზუალური მხარეა. ეზოში, გამწვანებულ გარემოში გაშლილ სუფრას კი სიმყუდროვე და სიმშვიდე მოაქვს.

შ.პ.ს. “ფაეტონის” დამფუძნებელი ხათუნა ბოცვაძეა, რომელსაც „მეტრონომის“ ჟურნალისტი ესაუბრა:

ჯანსაღი, ნატურალური პროდუქტი

ხათუნა ბოცვაძე: „ჩვენ ყოველთვის გამორჩეულ, ჯანსაღ და ნატურალურ პროდუქტზე ვაკეთებთ აქცენტს,  გვაქვს გემრიელი, ლაზათიანი პორციები.

საფირმო კერძები – „ფაეტონი“, რომელსაც ვერსად გასინჯავთ. ასევე, „მებადური“, ”მუღამი”, ”ფაიზაღი”… ამ კერძების ავტორი ჩვენთან დიდხანს მუშაობდა….

IMG_4706

„მეტრონომი“: სხვათაშორის, მე დავაგემოვნე თქვენი “მებადური”, იგივე კალმახი ბროწეულში… მართლა ძალიან გემრიელია…

ხათუნა ბოცვაძე: „ეს კერძი ბევრ რესტორანში კეთდება, მაგრამ ჩვენი მზარეულების მიერ მომზადებულზე გემრიელს მართლა ვერავინ აკეთებს. თქვენ პირველი არ ბრძანდებით ვინც ამას აღნიშნავს. აუცილებლად უნდა ვთქვა: – ჩვენთან მუშაობდა და წლების მანძილზე ფაეტონის შეფ-მზარეული იყო, გამორჩეული ადამიანი და უმაღლესი რანგის კულინარი, სხვათაშორის, კულინარული ოსკარის და სხვა მრავალი ჯილდოს მფლობელი – თენგიზ ჩიღვინაძე, რომელიც სამწუხაროდ, გარდაიცვალა. მისი უნიკალური რეცეპტების საიდუმლო შევინარჩუნეთ და კერძები ისევ იმავე პრინციპით მზადდება. მოკლედ, არა მარტო “მებადურის” შემთხვევაშია ასე.

რესტორანში ასევე გვაქვს შავი ზღვის რამდენიმე სახეობის უგემრიელესი თევზი. ეს ჩვენი ახალი  ხაზია, რომელიც რამოდენიმე თვეა დავამატეთ. შავ ზღვაში ახალდაჭერილ თევზებს ბათუმიდან გვიგზავნიან და თავისუფლად შემიძლია გითხრათ, რომ ყოველთვის ახალი, გაუყინავი თევზი გვაქვს: გარბული, კამბალა, სარღანი (სეზონურია), ხონთქარი იგივე „ბარაბულკა“, სამეფო კეფალი და სხვა. მოკლედ რასაც ზღვა გვაჩუქებს .

ჩვენთან არის ზღვის პროდუქტების სხვა არჩევანიც – კალმარები, კრევეტები, მიდიები, და ა.შ.

 

IMG_4986

რაც შეეხება დარბაზებს, აქ ყველა მათგანს თავისი სახელი აქვს.

 

ძირითადი დარბაზია – „ქართული დარბაზი“, რომელიც პრინციპში, ქართულ სტილშია გადაწყვეტილი.

“ქართულ დარბაზში” ყოველ საღამოს, 8 საათიდან გვაქვს გარემოსთვის შესაფერისი შოუ-პროგრამა. აქ ხომ ყოველ ნაბიჟზე ქართული სული იგრძნობა და ქართული ფოლკლორიც თითქოს თავის თავად იგულისხმება.

ანსაბლი „ფაეტონი“, რომელიც ფაეტონის გახსნის დღიდან აქ მოღვაწეობს, ასრულებს მრავალხმიან ხალხურ და ქალაქურ სიმღერებს, ანსამბლის წევრები ასევე უკრავენ ქართულ და სხვა ინსტრუმენტებზე. ყოველდღე ცეკვავენ ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტები და თამამად შემიძლია გითხრათ, ცეკვის დროს ნამდვილ ცეცხლს ანთებენ . ცალკე უნდა გამოვყო ქართული სიმღერის არაჩვეულებრივი შემსრულებელი, მომღერალი მაგდა ნიკოლეიშვილი, რომელიც ,მინდა გითხრათ,რომ  ჩვენი სიამაყეა.

როგორც გითხარით, 8 საათიდან იწყება პროგრამა, შემდეგ კი თუ სტუმრების მხრიდან სურვილი იქნება სხვადასხვა ჟანრის მუსიკის მოსმენაცაა შესაძლებელი. ფაქტობრივად ხმის რეჟისორი „დიჯეი“ ხდება და სტუმრებს “დისკოტეკას უწყობს.

IMG_4924

რაც შეეხება დარბაზის ინტერიერს, აგური,ხე მინა,ფარდაგი- ეს ყველაფერი საინტერესოდ ერწყმის ერთმანეთ., კედლის პანოები შესრულებულია ფიროსმანის უნიკალური ნახატების მოტივებზე, რაზეც „რუსთაველის“ თეატრის ცნობილი მხატვრები მუშაობდნენ.

მგონია, რომ ინტერიერს მართლაც უხდება ხეში ჩასმული ფარდაგები.ურმისა და ეტლის ბორბლები გამოყენებულია ჭაღებად. ინტერიერი ძალიან ქართულია – ფიროსმანის “ნახატებთან” ერთად დიდ დარბაზში განთავსებულია არქივიდან ამოღებული  თავადაზნაურთა  ფოტოები.

გვაქვს 60-კაციანი დარბაზი ბუხრით იგივე “ბუხრიანი”, რომელიც, ასე ვთქვათ, საბანკეტო დარბაზია.

გათვალისწინებული გვაქვს სტუმრების იმ კატეგორის მოთხოვნაც, ვისაც დროის გატარება და საუბარი წყნარ გარემოში, განმარტოებით სურს. ამისთვის გვაქვს  ორი  ათკაციანი და ერთი თხუთმეტკაციანი კაბინეტი.

IMG_4454

მეტრონომი: ძალიან მომეწონა აზიური სტილის VIP დარბაზი, თუმცა, არანაკლებ გემოვნებიანად არის გადაწყვეტილი თბილისურიც…

ხათუნა ბოცვაძე:  დიახ, ზემოთ ნახსენები კაბინეტების გარდა, გვაქვს ორი VIP დარბაზიც – ერთს ჰქვია აზიური, მეორეს  – თბილისური. თუ აზიური დარბაზი აღმოსავლურადაა მოწყობილი,თბილისური  ორმოცდაათიანი წლების თბილისში გამოგზაურებთ.ორივე 20-25 ადამიანს იტევს, ავტონომიური სველი წერტილებით და მყუდრო გარემოთი აბსოლიტურად დამოუკიდებელი სივრცეა ორივე. სტუმრები ჩვენს VIP დარბაზებში ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს.

გვაქვს მარანიც, ქვევრებით და ა.შ. დიზაინიც შესაბამისია და გაწყობილია ქართული ხალიჩებით, დოქებით, ქვევრებითა და  ჭინჭილებით.

ცალკე აღსანიშნავია ჩვენი არაჩვეულებრივი , ვარდებით, მცენარეებით და სხვადასხვა ყვავილებით მორთული ეზო.  ეზოში ღია აზიური კუთხე და ფანჩატური ნახევრად გადახურულია. ღია ციშ ქვეშ დგას რამდენიმე მაგიდა და საზაფხულო სცენიდან წამოსული ცოცხალი მუსიკის მოსმენაცაა შესაძლებელი. გამწვანებულ ეზოში შექმნილ სიმყუდროვეს მუსიკა განსაკუთრებულ ელფერს სძენს.

 

მასტერკლასები ტურისტებისთვის:

ჩვენ გვაქვს მასტერკლასები ტურისტებისთვის.  ჩვენი მზარეულების დახმარებით სტუმრებს შეუძლიათ თავად შეწვან მწვადი, მოახვიონ ხინკალი, ჩააკრან პური, ამოავლონ ჩურჩხელები. იქვე ,სახელდახელოდ გამოვუხადოთ ჭაჭა და დავაგემოვნებინოთ თბილ-თბილი, ახალგამოხდილი სასმელი. ამისთვის გვაქვს ე.წ. კახური „ზაოდი“. მოკლედ რისი სურვილიც ექნებათ სტუმრებს, ყველაფრის მასტერკლასი შეგვიძლია ჩავუტაროთ. ვფიქრობ ეს სპეციალურად სტუმრებისთვის შექმნილი უნიკალური შესაძლებლობაა.

ერთი სიტყვით, ეს არის ადგილი, სადაც უცხოელმა სტუმარმა ერთდროულად შეიძლება ნახოს და გაეცნოს ქართულ ფოლკრულ სიმღერასა და ცეკვას , ისიამოვნის ქართულ ტრადიციული სამზარეულოთი და შეიგრძნოს ქართული სტუმართმასპინძლობის მადლი.

 IMG_4719

 

„ეს არ არის მხოლოდ ოფიციალური მომსახურება. ჩვენ მუდმივი მომხმარებელი გვყავს, რომლებსაც უკვე შესანიშნავად ვიცნობთ და მათაც სიამოვნებთ ჩვენთან ურთიერთობა“. – ამბობს ქალბატონი ხათუნა.

მაღალი ხარისხის მომსახურება:

„ჩვენი რესტორანი მომხმარებელს მაღალი ხარისხის, სწრაფ მომსახურებას სთავაზობს. ეს არ არის ადგილი, სადაც საათობით ელოდები შეკვეთილ კერძს. ყველა გემოვნების და ყველა შესაძლებლობის სტუმარს ვერგებით. როგორც გითხარით, ასარჩევადაც ბევრი დარბაზია, ყველა დარბაზი აღჭურვილია ინსტრუმენტებით და საჭირო აპარატურით, ანუ არის იმის პირობებიც, რომ სტუმრებმაც თავად დაუკრან და იმღერონ.

იმაზე აღარ შევჩერდები რომ ყველგან მიკროკლიმატია შექმნილი J

მთელი რესტორნის ტერიტორიაზე ფონად ისმის გემოვნებიანი და სასიამოვნო ქართული სიმღერები.

ადგილი, სადაც აუცილებლად დაბრუნდები!

რესტორანი „ფაეტონი“ ქართული ხასიათისაა, ფოლკლორული იმპროვიზაციითა და გარემოთი.  თითქოს იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხარ სახლში, სოფელში, ძველებულ კარ- მიდამოში. ასეთ გარემოში დარჩენა დიდხანს გსურს ადამიანს და როცა შინ ბრუნდები, საკუთარ თავს ეუბნები, რომ თუ ხვალ რესტორანში წასვლა მოგინდება ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ან თანამშრომლებთან ერთად, არჩევანზე ბევრს აღარ იფიქრებ. მოგინდება დაბრუნდე ისევ იმ გარემოში, რომელიც ერთის მხრივ ნაცნობიცაა და მეორე მხრივ ამოუცნობი, ულევი, სიამოვნების მიღებითვის ყველანაირი  საშუალებებით.

სტუმრებთან ურთიერთობაში მომსახურე პერსონალიც ძალიან უშუალო და კომუნიკალებულია, ერთმანეთს იცნობენ მოკითხვით და “პირზე კოცნით”(იცინის). თითქოს ისინი აქ ცხოვრობენ და ყოველდღიურად სტუმრებს ელიან ქართული სტუმართმოყვარეობის გულითადად გამჟღავნებისათვის.

ალბათ დარწმუნდით, რომ რესტორანი ფაეტონი” სწორედ   ის ადგილია, სადაც აუცილებლად დაბრუნდები!!!

 

reklama

IMG_4724IMG_4706IMG_4781IMG_4862IMG_5016IMG_4978

იტვირთბა....