aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის ნიშნები სახეზეა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მმართველი გუნდის მიერ გაკეთებულ განცხადებებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პასუხობს. აღნიშნულ განცხადებებს უჩა ნანუაშვილი სახალხო დამცველის აპარატის დისკრედიტაციად აფასებს:

“ნიშნები სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის სახეზეა. ეს არ არის ახალი დაწყებული პროცესი. არაერთი განცხადება მოვისმინეთ მათ შორის პარლამენტარებისგან, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და სამწუხაროდ ეს უკვე ტენდენციის სახით ჩამოყალიბდ”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობისთვის კი მიუღებელია სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშში მოყვანილი ფაქტები და შენიშვნები, მათ შორის “რუსთავი 2”-ის საქმეზე.

„არის გარკვეული თემები, სადაც კატეგორიულად  ვერ დავეთანხმებით ბატონ უჩას და მის წარმომადგენლებს, მათ შორის რუსთავი 2-ის თემასთან  დაკავშირებით. არ იყო მითითებული, რომ რამე დარღვევას ჰქონდა ადგილი, უბრალოდ გარკვეული  კითხვის ნიშნები იყო გამოთქმული მაგრამ ამას კატეგორიულად ვერ დავეთანხმებით იმიტომ, რომ ვფიქრობთ,  ეს არის სასამართლოს გადასაწყვეტი,“-აცხადებს სოფიო კილაძე.

გუშინ ომბუდსმენის 2016 წლის ანგარიშის განხილვა, პარლამენტში სიტყვიერი დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა.  ერთ-ერთი მთავარი თემა  “რუსთავი 2”-ის საქმე, სასამართლო სისტემასა და პროკურატურაში არსებული ხარვეზები იყო.

იტვირთბა....