aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხატია დეკანოიძეს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელს ხატია დეკანოიძეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.

როგორც საზოგადოებრივს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუმარტეს, ხატია დეკანოიძისთვის, რომელიც უკრაინის მოქალაქეც არის, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება პროცედურების სრული დაცვით მოხდა.

დეკანოიძემ ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნით თავდაპირველად იუსტიციის სამინისტროს მიმართა, საბოლოო გადაწყვეტილება კი, პრეზიდენტმა 12 აპრილს მიიღო.

ხატია დეკანოიძეს, მას შემდეგ რაც უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა, საქართველოს მოქალაქეობა შეჩერებული ჰქონდა.

იტვირთბა....