aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები ბიზნესი კვლევები მთავარი საზოგადოება

„მეტრონომის“ კვლევა: TOP 10 – 2017 წლის საუკეთესო სუპერმარკეტები გამოვლინდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი „მეტრონომი“ აგრძელებს კვლევებს. ამჯერად მან მოქალაქეთა გამოკითხვა სუპერმარკეტების ქსელებზე ჩაატარა, რომლითაც გამოვლინდა საქართველოში მოქმედი სუპერმარკეტების საუკეთესო ათეული – შედგა TOP 10. კვლევას გაზეთმა ერთ თვეზე მეტი მოანდომა. ამ პროექტში გაზეთ „მეტრონომის“ მხარდამჭერი იყო ინგლისურენოვანი გაზეთი FINANCIAL.

„მეტრონომმა“ დაიქირავა სპეციალური სამსახური, რომლებიც ერთი თვის  განმავლობაში პირდაპირი გამოკითხვის წესით 5 000-ზე მეტი მომხმარებელი გამოკითხეს თბილისსა და მის შემოგარენში. ისინი პასუხობდნენ კითხვაზე: „რომელ სუპერმარკეტს ანიჭებთ უპირატესობას და რატომ“.

gamokitxva

გამოკითხვა ჩატარდა რუსთავში და თბილისის თითქმის ყველა უბანში, ასევე, უბნის მიმდებარე მეტროპოლიტენის სადგურებთან. „მეტრონომის“ ლოგოთი, თეთრ მაისურში და კეპში გამოწყობილი გოგოები დილიდან საღამომდე ცდილობდნენ გაეგოთ მოქალაქეების აზრი. ყოველი გამოკითხული მოქალაქე სპეციალურ ანკეტაში ნიშნავდა იმ სუპერმარკეტს, რომელიც  მისთვის მისაღები იყო სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით: ფასები, ადგილი, მომსახურება, სისუფთავე და სხვ.

საბოლოოდ, 5 000 მომხმარებლის გამოკითხვის შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული და სხვა პრიზიორები, რომლებიც მოხვდნენ საუკეთესო TOP 10-ში (იხილეთ ცხრილი).

 

SupermarketQvedaBanner

 

პროექტის ფარგლებში, „მეტრონომის“ მიერ TOP 10-ში მონაწილე ყველა სუპერმარკეტს, მათივე მომხმარებლების შეფასებების საფუძველზე, „მეტრონომის“ და „ფაინენშელის“ სპეციალური სერთიფიკატი გადაეცა.

Karfuri

რაც ყველაზე მთავარია,  „მეტრონომს“ აქვს “ფეისბუქის” სპეციალური, მილიონი წევრისგან შემდგარი ჯგუფი, სადაც თვეების განმავლობაში მოხდება კვლევითა და მისი შედეგებით ფართო აუდიტორიის ინფორმირება, რაც არის გარანტია, რომ TOP 10-ში შემავალი სუპერმარკეტების და ზოგადად, ღონისძიების ქრონოლოგიის შესახებ ინფორმაცია მილიონ მოქალაქემდე მივა.

კვლევის შედეგად გამოვლენილი 10 საუკეთესო სუპერმარკეტი  ადგილების მიხედვით:

1 – “სმარტი” – სუპერმარკეტების ქსელ „სმარტის“ განვითარების ისტორია 2010 წელს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურთან გახსნილი სუპერმარკეტით დაიწყო. „ვისოლ ჯგუფმა“ საცალო ვაჭრობის ახალ ბაზარზე შესვლა საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მრავალწლიანი კვლევისა და რეკომენდაციების გათვალისწინების შემდგომ დაიწყო. შესაბამისად, ერთგული მომხმარებელი „ხარისხს დეტალებში“ დღეს უკვე „სმარტის“ სხვადასხვა ფორმატის 16 სუპერმარკეტში პროდუქტისა თუ მომსახურების მიღებისას მთელი საქართველოს მასშტაბით შეიგრძნობს.

ავტოგასამართ სადგურთან ინტეგრირებული სუპერმარკეტებით, ქალაქების ცენტრალურ უბნებში განთავსებული დიდი ფორმატის სუპერმარკეტებით თუ გარეუბნებში არსებული სავაჭრო ცენტრებით, სადაც სუპერმარკეტის გარდა სხვა მაღაზიები თუ მომსახურების პუნქტებია ხელმისაწვდომი მომხმარებლებისათვის, „სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით.

25 000-მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ევროპული თუ ადგილობრივი წარმოების პროდუქტი „სმარტში“ გამორჩეულად თბილ გარემოშია ხელმისაწვდომი და თავისი ერგონომიკით „სმარტი“ გულგრილს ვერც განსაკუთრებულად მომთხოვნ მომხმარებელს ტოვებს. „სმარტის“ საცხობი, საკონდიტრო თუ კულინარიული წარმოება 500-მდე დასახელების პროდუქტის ნაირსახეობა კი ნებისმიერი გემოვნების მომხმარებლისთვის საყვარელი კერძების არჩევანს სასიამოვნო პროცესად აქცევს, „სმარტი“ ერთადერთი სუპერმარკეტია საქართველოში, რომელსაც საკუთარი მიკრობიოლოგიური ლაბორატორია აქვს, მომხმარებლისათვის ჯანსაღი პროდუქტების მიწოდება „სმარტის“ ყოველდღიური, ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავია.
დღესდღეობით კომპანიის წარმატების ისტორიას „სმარტის“ 1000-მდე გუნდის წევრი ქმნის.

“სმარტის” წარმატების პერსპექტივა ინოვაციურ ტენდენციებს ეფუძნება სერვისის კუთხით, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფილია როგორც თანამედროვე სავაჭრო ტექნოლოგიებით და მაქსიმალურად კომფორტული გარემოთი, ასევე ეფექტური მენეჯმენტითა და მაღალკვალიფიციური პერსონალით, რომლებიც მონაწილეობენ კომპანიის ყოველდღიურ ცხოვრებაში და ზრუნავენ მის კეთილდღეობაზე.

„სმარტის“ სპეციფიკური მახასიათებელია მუდმივად ახალი პროდუქცია და პროდუქტის ასორტიმენტის მუდმივი გაფართოება.

2 – „კარფური“ – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საცალოდ მოვაჭრეა საფრანგეთიდან. „კარფურის“ ჯგუფში გაწევრიანებულია მაფ კარფურის ჰიპერმარკეტების ქსელი, რომელიც შუა აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში ფუნქციონირებს.
„კარფურის“ ჯგუფმა და მაფ კარფურმა ერთობლივად გახსნეს „კარფურის“ ჰიპერმარკეტი საქართველოში.

„კარფურში“ ყოველთვის დაბალი ფასებია – მსოფლიოს მაშტაბით კარფურს ყველა იცნობს დაბალი ფასების გამო. ფასები დაბალია არა მხოლოდ განსაკუთრებული ფასდაკლებების დროს, დღესასწაულების სეზონებზე, არამედ ყოველდღე.
სუპერმარკეტში ყოველთვის პროდუქციის ფართო ასორტიმენტია. პროდუქცია ყოველთვის მოწმდება დახლზე გატანამდე. მიუხედავად იმისა რომ „კარფური“ საერთაშორისო ბრენდია, საქართველოში გახსნილ სუპერმარკეტში საქართველო ყველგან იგრძნობა. აქ პროდუქცია გაჯერებულია ნატურალური პროდუქტებით ქართველი ფერმერებისგან.

3 – „ნიკორა“ – სუპერმარკეტი ბაზარზე 2000 წელს გამოჩნდა. წლების მანძილზე კომპანია აქტიურად ვითარდებოდა და დღეს ის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქსელია საქართველოს მაშტაბით. „სანდეის“ ქსელი დასავლეთ საქართველოში, „ველესის“, ჰიპერმარკეტ „ლიბრეს“ და „ნუგეშის“ სუპერმარკეტების ქსელი დღეს კომპანია „ნიკორა ტრეიდის“ მენეჯმეტის ქვეშაა.
ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 202 სავაჭრო ობიექტს რომელთაგანაც 167 თბილისში, ხოლო 35 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

დასაქმებულთა რაოდენობამ ბოლო მონაცემებით, 2700-ს გადააჭარბა.
“ნიკორა სუპერმარკეტი” უკვე რამდენიმე წელია ფლობს ხარისხის მართვისა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ISO 9001 : 2008; ISO 22000 : 2005 – НАССР სერტიფიკატებს.

4 – „სპარი“ – 1932 წელს, ჰოლანდიაში ადრიან ვალ ველის მიერ დაარსებული კომპანია SPAR მსოფლიოს უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელად იქცა. SPAR 1990-ან წლებში ევროპის საზღვრებს გასცდა და დღემდე აგრძელებს გაფართოებას.
ამჟამად, SPAR International 4 კონტინეტზე, მსოფლიოს 38 ქვეყანაშია წარმოდგენილი, ფლობს 13 800 მაღაზიას და 200 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. SPAR ყოველდღიურად 10 მილიონ მომხმარებელს ემსახურება.
SPAR-ის უმთავრესი ფილოსოფია მომხმარებელზე ზრუნვა და მათი მოლოდინის გამართლებაა.
5 – „ორი ნაბიჯი“ – სუპერმარკეტი 2010 წლის 22 მარტს გაიხსნა და პირველი კომპანიაა საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც უბნის მაღაზიის ფორმატით დაიწყო ოპერირება. ამჟამად, კომპანია თბილისის მასშტაბით 88 მაღაზიას ფლობს, წლის ბოლომდე კი რაოდენობა 100-მდე გაიზრდება.

სუპერმარკეტის მისიაა თბილისის სხვადასხვა უბნის მოსახლეობას ყოველდღიური მოხმარების სურსათი მიაწოდოს მისაღებ ფასად, საცხოვრებელი სახლიდან 2 ნაბიჯზე მდებარე, მოსახერხებელი მაღაზიების მეშვეობით.

6 – “მადაგონი” – მადაგონი დაარსდა 2008 წელს, მას შემდეგ მისი მენეჯმენტი წარმატებით ნერგავს სიახლეებს ქალაქ რუსთავში. „მადაგონმა“ პირველმა დააარსა ევროპულ-ქართული სტილის რესტორანი, თანამედროვე ტიპის სუპერმარკეტები და დანერგა კერძების და პროდუქტების სახლში მიტანის სერვისი. ის დამატებით, რუსთავში ფლობს საკონდიტრო საწარმოს, ესთეთიკურ ცენტრს და ლუდსახარშს.

მაღალი ხარისხის მომსახურების, დაბალი ფასების და ინოვაციური პროდუქტების ხარჯზე კომპანია „მადაგონი“ ლიდერია რუსთავის ბაზარზე. დასაქმებული ჰყავს 800-მდე ადამიანი და მაღალი პოპულარობით სარგებლობს რუსთაველებს შორის.

Madagoni
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, „მადაგონს“ თბილისში ჯერჯერობით არ აქვს სუპერმარკეტი, მან საბოლოო გამოკითხვაში საკმაოდ მაღალი ადგილი დაიმსახურა საუკეთესო ათეულში. თავად რუსთავში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად კი „მადაგონმა“ რუსთაველ მომხმარებლებში ხმების 90%-ზე მეტი მიიღო და ამ ლამაზი ქალაქის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. ასეთმა მაღალმა პროცენტმა განაპირობა ისიც, რომ საბოლოო ჯამში, მან საუკეთესო სუპერმარკეტთა სიაში საკმაოდ პრესტიჟული ადგილი მიიღო.

7 – “ფრესკო” – სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია 2012 წლიდან და დღეისათვის 8 სუპერმარკეტს ფლობს. მათ შორისაა ვარკეთილში, მუხიანში, ორთაჭალაში, საბურთალოზე, ჩუღურეთში, სანზონაში, ისანსა და გლდანში.
„ფრესკოს“ სუპერმარკეტების ქსელი მომხმარებელს კომფორტულ გარემოს და 24 საათის განმავლობაში მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.

„ფრესკოს“ სუპერმარკეტებში პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტია. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს მისთვის სასურველი ყველა პროდუქტი ერთ სივრცეში. სუპერმარკეტში წარმოდგენლია როგორც ადგილობრივი, ასევე ევროპის სვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ექსკლუზიური პროდუქტები, რომელთა ხარისხზეც “ფრესკო” მუდმივად ზრუნავს. “ფრესკო” ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ახალს, ჯანსაღს. სწორედ ამ კონცეფციის გატარებას ცდილობს “ფრესკოს” ქსელიც.
ფრესკო ერთადერთი ქსელია საქართველოში, რომელიც მუშაობს 100% საკუთრებაში არსებული მიწის და შენობების ბაზაზე და აქედან გამომდინარე ანვითარებს ქვეყანაში სამშენებლო ბიზნესსაც გარდა რითეილისა.

“ფრესკო” ეს ერთადერთი ქსელია საქართველოში, რომელიც მიუხედავად რაიონისა და ადგილმდებარეობისა, ყველგან ერთნაირი ფასს სთავაზობს მომხმარებელს.

8 – „ფურშეტი“ – სუპერმარკერტების ქსელი „ფურშეტ ჯორჯია“ 2012 წლის 21 ნოემბერს შემოვიდა საქართველოს ბაზარზე და მაქსიმალურად ორიენტირებულია მომხმარებელზე. კომპანია ცდილობს სხვადასხვა სიახლე შესთავაზოს მათ.
„ფურშეტი“ აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ბრენდია, რომელიც 100-ზე მეტ მაღაზიას ფლობს უკრაინაში, მათ შორის 7 სუპერმარკეტ-რესტორანს, 10 მაღაზიას მოლდოვაში.
სუპერმარკეტი ყველა გემოვნებისა და მოთხოვნილების მქონე მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ევროპული სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის პროდუქტებითა და მომსახურებით ისარგებლოს.
9 – „გუდვილი“ – 2004 წლის ოქტომბერში დაფუძნდა ჰიპერმარკეტი გუდვილი.
2004 წლიდან დღემდე ყოველთვიურად კომპანია გუდვილი საკვებით ეხმარება გლადნის ბავშვთა სახლს.
2004 წლიდან გუდვილი არაერთხელ ამოუდგა გვერდში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას და სურსათითა და ფულადი დახმარებით უზრუნველყო.
2004 წლიდან დღემდე გუდვილი ეხმარებოდა და ეხმარება უპატრონო, უსინათლო, უნარშეზღუდულ ბავშთა სახლებს, სკოლებს და პანსიონებს.
2008 წელს კომპანია გუდვილს ხარისხის ყველაზე ავტორიტეტული სტანდარტის ISO 9001:2008 მოთხოვნებთან შესაბამისი სერთიფიკატი მიენიჭა.
ამავე წელს კომპანია გუდვილს HACCP-ის სერთიფიკატი მიენიჭა. ეს იყოს ქართული საცალო ვაჭრობის სფეროში საერთაშორისო ხარისხის კონტროლის მინიჭების პირველი შემთხვევა.
2008 წელსვე კომპანია გუდვილმა ხარისხის კონტროლის მიზნით ვეტერინარულ-სანიტარული ლაბორატორია გახსნა.
10 – „ფუდმარტი“ – საცალო სავაჭრო ქსელი “ფუდმარტი” დაარსდა 2013 წელს. სავაჭრო ობიექტების რაოდენობა ჯამში 51 ერთეულია და საქართველოს მსხვილ რეგიონალურ ცენტრებში ოპერირებს – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
თვის განმავლობაში, „ფუდმარტის“ ქსელი 1 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება და მათ ყოველდღიურად პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს.
მაღაზიების ფართო ქსელთან ერთად კომპანია „ფუდმარტი“ ფლობს ულტრათანამედროვე აღჭურვილობის მქონე საწარმოს, რომელიც 24-საათიან რეჟიმში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს როგორც საკუთარი, ასევე პარტნიორი სავაჭრო ობიექტებისა და კომპანიების მომარაგებას საკუთარი წარმოების მზა საკვები პროდუქტებით, საკონდიტრო ნაწარმითა და პურ-ფუნთუშეულით.
კომპანიაში 1000-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა რიცხვიც ქსელის გაფართოებისა და კომპანიის განვითარების პარალელურად მუდმივად იზრდება.
„მეტრონომის“ მარკეტინგის მენეჯერის, თამაზ გზირიშვილის განცხადებით, მსგავსი სახის კვლევები ხელს უწყობს ქვეყანაში ეფექტური და სანდო სერვისების ზრდას:
„ეს კვლევები მნიშვნელოვანია, როგორც თავად სუპერმარკეტების წახალისებისთვის, ასევე მომხმარებლისთვის, რომლებიც სანდო კომპანიების გამოვლენა-გაზიარებას უწყობენ ხელს“. – აცხადებს „მატრონომის“ მარკეტინგის მენეჯერი.
საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინტერნეტ გაზეთი “მეტრონომი” ულოცავს გამარჯვებულებს, უსურვებს წარმატებას და ზრდას პროფესიული კარიერის გზაზე. „მეტრონომი“ ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისთვის მომავალში არაერთ ახალ და განსხავავებულ კვლევას შემოგთავაზებთ.

იტვირთბა....