aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გივი ჩემი ძმა იყო, ძალიან მიჭირს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

მარჯანიშვილის თეატრში მსახიობ გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მისი ახლობლები გამოსამშვიდობებელ სიტყვებს წარმოთქვამენ.  გივი ბერიკაშვილის მეგობარმა, მსახიობმა კახი კავსაძემ გამოსამშვიდობებელი სიტყვის წარმოთქმისას აღნიშნა, რომ ბერიკაშვილმა დიდი სიყვარული დატოვა და მან ყველა აატირა.

”გივი ჩემი ძმა იყო, ძალიან მიჭირს. გივი იყო მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი, სამაგალითო ადამიანი, დიდი კაცი წავიდა ამ ქვეყნიდან. დადიოდა და სიკეთეს აფრქვევდა. ყველა ტირის, გულახდილად ტირის. ბერიკამ ხალხი აატირა და ჩვენც აგვატირა. ჩემთვის ძალიან დიდი დანაკლისია. ძმები ვიყავით. ადგა და წავიდა. დატოვა დიდი სიყვარული, ვიდრე ვიქნები ქვეყანაზე, გივი ჩემს გულში იქნება”, – განაცხადა კახი კავსაძემ.

მარჯანიშვილის თეატრში მსახიობ გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებიან მთავრობისა და კულტურის წარმომადგენლები, მოქალაქეები, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.

გივი ბერიკაშვილს საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.

იტვირთბა....