aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანაზე კვოტები დაწესდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანაზე კვოტები დაწესდა. როგორც  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთშეთანხმების დოკუმენტი გაფორმდა.

„საქართველოში ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე შიდა კვოტები დაწესდა. კვოტები განისაზღვრა 6 ნივთიერებაზე, კერძოდ: გაბაპენტინზე, ბაკლოფენზე, ზოპიკლონზე, ზალეპლონზე, ტროპიკამიდსა და დექსტრომეტორფანზე. კვოტების დადგენის მთავარი მიზანია ფსიქოტროპულ ფარმაცევტულ პროდუქციაზე ქვეყნის შიგნით შემოტანის რაოდენობის განსაზღვრა. ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მსგავსი სახის მედიკამენტების არასაჭიროებისამებრ მოხმარების შეზღუდვას“, – აცხადებენ სამინისტროში.

მათი თქმით, ბოლო პერიოდში ე. წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ წინააღმდეგ არაერთი ცვლილება განხორციელდა. ამ მიმართულებით გატარებულმა რეფორმებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ინტრავენური სააფთიაქო ნარკომანია, თუმცა ტაბლეტირებული ფორმა კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება. შიდა კვოტების განსაზღვრა ე. წ. სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

სამინისტროს ინფორმაციით, ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე შიდა კვოტების განსაზღვრის გადაწყვეტილება, სპეციალურ საბჭოზე მიიღეს, რომლის თავმჯდომარე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თანათავმჯდომარე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილია. საბჭოს შემადგენლობაშია პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე და ორი უწყების შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.

ერთობლივ სათათბირო ორგანოს აქვს ნებისმიერ დროს შეკრების უფლებამოსილება და დეფიციტის შემთხვევაში, ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე კვოტების გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.

იტვირთბა....