aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ხვედელიძე ისეთ ინფორმაციას ფლობს, შეიძლება ეს ხელისუფლებაც შეცვალოს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჟურნალისტი გიორგი ფარესაშვილი შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, გელა ხვედელიძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით საუბრობს:

“ადამიანს თავს დაესხნენ და რაში დარწმუნებულიც ვარ, ეს არ იქნება გამოძიებული ისევე, როგორც ჩემი. ხვედელიძე გაწირეს. ჩემ დანაშაულში დიდი წვლილი ჰქონდა. არავის აწყობს ხვედელიძემ პირი დააღოს. მას ბევრი ინფორმაცია აქვს. ის უდიდეს ინფორმაციას ფლობს, რომელმაც შეიძლება ეს ხელისუფლება შეცვალოს”, – განაცხადა ფარესაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ, შს მინისტრის მოადგილეს, გელა ხვედელიძეს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. ამჟამად, ხვედელიძე საავადმყოფოში იმყოფება და მოტეხილობებს მკურნალობს. ექიმების თქმით, მას უკვე გაუკეთდა ოპერაცია.

იტვირთბა....