aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი

ძმები ყარამანიშვილები ხვალიდან თანამშრომლებთან შეხვედრას იწყებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

“რუსთავი 2”-ის 91% წილის მფლობელები ხვალიდან თანამშრომლებთან შეხვედრას იწყებენ. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ძმები ყარამანიშვილების თქმით, ძალაში რჩება მათი შეთავაზება “რუსთავი 2”-ის აქციათა 51%-ის წილის მფლობელი ტელეკომპანია საქართველოს აქციების საკონტროლო პაკეტი (51%) თანამშრომლებს გადაეცეთ. დამფუძნებელთა თქმით საუბარი სწორედ ამას შეეხება.

“სამწუხაროა, რომ ჩვენი გუშინდელი განცხადება, რომელიც 15:25-ზე გავრცელდა, პრაქტიკულად არ გაშუქებულა (მშრალად გავიდა 6 საათიანი კურიერის შუაში, თემის გაუშლელად, და საერთოდ არ გაშუქებულა 9 საათიან კურიერში). ეს იმ ფონზე, როცა გენერალური დირექტორის მიერ მოწვეულ თათბირს ამხელა დრო დაეთმო ეთერში. ჩვენი განცხადება რომ გაშუქებულიყო, საზოგადოება და ჩვენი კოლექტივი ბევრ უხერხულობას აცდებოდა (პირველ რიგში, ზემოხსენებული თათბირის კონტექსტში). ამიტომ, ხელახლა, უცვლელად ვავრცელებთ ჩვენს გუშინდელ განცხადებას (სადაც ხაზს ვუსვამთ, რომ არანარი შუამავალი შპს-ს მონაწილეობა არ განიხილება) და ხვალიდან გადავდივართ კოლექტივთან პირდაპირი კონსულტაციების რეჟიმში.”

იტვირთბა....