aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს ყველა დიდ ქალაქში საქალაქო ტრანსპორტზე ფასების ზრდა იგეგმება

aviabiletebi
ავიაბილეთები

დედაქალაქის საკრებულოს წევრების, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების ირაკლი აბესაძისა და მამუკა ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში საქალაქო ტრანსპორტზე ფასების ზრდა იგეგმება.

როგორც საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე აბესაძემ და ახვლედიანმა განაცხადეს, 2 მარტს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოსცა დადგენილება, რომლითაც ა.წ. პირველი აპრილიდან 2020 წლის აპრილამდე სამგზავრო გადაყვანა ეკონომიკის რეგულირებად სფეროდ განისაზრღვრება.

აბესაძის თქმით, ამ დადგენილების თანახმად, საქართველოს ყველა დიდი ქალაქის მერიაში უკვე დაიწყო მუშაობა ტრანსპორტის გადასახადის ზრდასთან დაკავშირებით, რაშიც საზოგადოება და ოპოზიცია არ არიან ჩართულნი. აბესაძემ მათ მოუწოდა, პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.

ამასთან, საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი არ ეთანხმებიან დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, სამი წლის განმავლობაში ტარიფების ზრდა ტრანსპორტით მგზავრობაზე არ იგეგმება, ვინაიდან, ქვეყანაში ფასების მატება ყველა სფეროს ეხება და ტრანსპორტზე ეს ბუნებრივად, აისახება.

„„სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის მსჯელობა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს და მასში საკრებულოსა და საზოგადოების წარმომადგენლები ჩართული არ არიან. შესაბამისად, უცნობია, მაგალითად, თბილისში გაიზრდება თუ არა ტარიფი მიკროავტობუსებზე, შენარჩუნდება თუ არა ის 10-თეთრიანი ზრდა, რომელიც დაახლოებით ორი კვირის წინ კომპანიამ გამოაცხადა. მაშინ თბილისის მერია აცხადებდა, რომ ამასთან არაფერ შუაში იყო. ახლა საინტერესოა, მერიის პოზიცია რა იქნება, დაადასტურებს და დაამტკიცებს თუ არა იმ გაზრდილ ტარიფს, რომელიც მიკროავტობუსებში არსებობდა.

ზოგადად თბილისის, რუსთავის, ზუგდიდის, ქუთაისის, ბათუმის და სხვა ქალაქების მერებს მოვუწოდებთ, მაშინ როდესაც ცხოვრების ყველა სფეროში ფაქტობრივად გაძვირებულია ფასები, მაშინ როდესაც ადამიანებს უფრო მეტად უჭირთ ყოველდღიური ხარჯების გასატუმრება, უფრო გამჭვირვალე გახადონ ტარიფზე მსჯელობის პროცესი.

არ დაუშვან ტარიფის გაზრდა და რაც მთავარია, მასში ჩართული იყოს საკრებულოს ოპოზიციონერი წარმომადგენლები იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის ყველა დეტალი კომპანიებთან მერიის მოლაპარაკების შესახებ იყოს ცნობილი“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

 

იტვირთბა....