aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი საქართველოს ხელისუფლებას

aviabiletebi
ავიაბილეთები

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისის მიერ პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას პასუხობს. სოხუმის თქმით, საქართველომ კიდევ ერთხელ მიმართა კარგად ცნობილ პროპაგანდას ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციაზე, უკანონო არჩევნებსა და ტერიტორიების ოკუპაციაზე.

“რამდენიც არ უნდა იმეცადინონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროპაგანდისტულ რიტორიკაში, ამ ყველაფერს არც ერთ შემთხვევაში არ ექნება გავლენა. შეუძლებელია, გავლენა ჰქონდეს სუვერენული აფხაზეთის რესპუბლიკაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

სოხუმის თქმით, ნებისმიერი მიუკერძოებელი დამკვირვებლისთვის აშკარაა, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა წარმოადგენს ჩამოყალიბებულ, სუვერენულ სახელმწიფოს თავისი აუცილებელი ინსტიტუტებით, რომლებიც მოქმედებენ საკუთარი კანონებით, ავითარებენ ურთიერთობებს იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც მისთვის პრიორიტეტულია.

“თუ საქართველოში არ უნდათ ეს შენიშნონ, ეს საქართველოს ხელმძღვანელობის პრობლემაა. თქვენ შეგიძლიათ განაგრძოთ ცხოვრება გამოგონილ სამყაროში, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს ხელს არ შეუწყობს მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ადეკვატურ აღქმას”, – ნათქვამია განცხადებაში.

12 მარტს გამართულ დე ფაქტო პარლამენტის არჩევნებზე განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა მასში ნათქვამია, რომ ეს არჩევნები წარმოადგენს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის, სამხედრო ინტერვენციის, ოკუპაციისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიის შედეგების ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას. ამ გარემოებების გათვალისწინებით, საერთაშორისო სამართლის თანახმად, უწყების განმარტებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები თუ რეფერენდუმი არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს.

შეგახსენებთ, რომ განცხადება, საგარეო საქმეთა სამინისტროს გარდა, ასევე გაავრცელეს საქართველოს პრეზიდენტმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა. აფხაზეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურად ცნო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის, და არაერთმა ქვეყანამ.

აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტის არჩევნებში მოსახლეობამ საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი 13 საარჩევნო უბანში აირჩია, 22 უბანში კი მეორე ტური

იტვირთბა....